ქართველი მეზღვაურების დიპლომებს 64 ქვეყანა აღიარებს

© photo: Sputnik / Stringerქართველი მეზღვაურები
ქართველი მეზღვაურები - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2022
გამოწერა
საქართველო შესაბამის მემორანდუმს კიდევ ორ ქვეყანასთან გააფორმებს
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ქართველი მეზღვაურების დიპლომებს აღიარებენ, 64-მდე გაიზრდება, ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა.
შაბათს ბათუმში საზეიმოდ აღნიშნეს მეზღვაურთა დღე. სადღესასწაულო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, აჭარის მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ხელს მოვაწერთ მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს კანადასთან და კატართან, რაც სახელმწიფოთა რიცხვს, რომელიც თქვენს სამუშაო დიპლომებს აღიარებს, გაზრდის 64-მდე“, - განაცხადა იოსელიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საქართველო უახლოეს მომავალში დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენი სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს მეზღვაურების შრომის უფლებებს.
საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენცია 2006 წლის 23 თებერვალს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის 94-ე სესიაზე მიიღეს.
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ >>
კონვენცია აერთიანებს საზღვაო ნაოსნობაში არსებული კონვენციებისა და რეკომენდაციების თანამედროვე ნორმებს შრომის შესახებ, აგრეთვე შრომის სხვა საერთაშორისო კონვენციებში მოცემულ ფუნდამენტურ პრინციპებს.
ყველა ახალი ამბავი
0