გადაუღებელმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა

© Courtesy of Administration of Samegrelo-Zemo Svaneti Region უამინდობა სამეგრელოში
უამინდობა სამეგრელოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2022
გამოწერა
სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები და სახლების პირველი სართულები, განადგურდა მოსავლის ნაწილი
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზი მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატების შესახებ გამართლდა - წვიმებმა დასავლეთ საქართველოში სერიოზული პრობლემები შექმნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიტბორა გზები და სახლების პირველი სართულები, განადგურდა მოსავლის ნაწილი.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც შექმნა. წყალმა დაფარა ქალაქის ცენტრალური პარკი, გზები.
ვაზნარის ღელის ადიდების გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო სახლები.
ზესტაფონში გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოინგრა გზა და ხიდი, დაზიანებულია სახლები და სანიაღვრე კოლექტორები.
დაზიანდა ბათუმიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები, გაჭედილია სანიაღვრე არხები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა „ოცნების ქალაქში“.
ბათუმში „ოცნების ქალაქი“ დაიტბორა >>
დაზარალებული რაიონების ნაწილში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ზარალის დათვლა. სხვა რაიონებში გამოდარებას ელოდებიან.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას კვირიდან პროგნოზირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0