https://sputnik-georgia.com/20220702/batumsi-ocnebis-qalaqi-daitbora-268122441.html
ბათუმში „ოცნების ქალაქი“ დაიტბორა
ბათუმში „ოცნების ქალაქი“ დაიტბორა
Sputnik საქართველო
„ბათუმის წყლის“ მობილურმა ჯგუფებმა რამდენიმე ქუჩაზე ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.
2022-07-02T19:05+0400
2022-07-02T19:05+0400
2022-07-02T19:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259806804_0:132:560:447_1920x0_80_0_0_57397abe9ca5e64b3787d115d6b29926.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია“.არსებული ინფორმაციით, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე სახლი მთლიანად დაიტბორა, რის შედეგადაც ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუფუჭდათ.ადგილზე მისულმა „ბათუმის წყლის“ მობილურმა ჯგუფებმა ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით კი გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.ამასთან, როგორც „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია როგორც ბათუმის წყლის, ისე „აჭარის წყლის ალიანსის“ ტექნიკა და ადამიანური რესურსი.საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებდა. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259806804_0:80:560:500_1920x0_80_0_0_00b139dbfea10e03669c028b536d8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი „ოცნების ქალაქი“ დატბორვა
ბათუმი „ოცნების ქალაქი“ დატბორვა
ბათუმში „ოცნების ქალაქი“ დაიტბორა
„ბათუმის წყლის“ მობილურმა ჯგუფებმა რამდენიმე ქუჩაზე ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია“.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე სახლი მთლიანად დაიტბორა, რის შედეგადაც ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუფუჭდათ.
ადგილზე მისულმა „ბათუმის წყლის“ მობილურმა ჯგუფებმა ამოტუმბვითი და სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით კი გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.
ამასთან, როგორც „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია როგორც ბათუმის წყლის, ისე „აჭარის წყლის ალიანსის“ ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებდა. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.