https://sputnik-georgia.com/20220701/zlieri-wvima-xels-uslis-farosanas-winaarmdeg-wamolobas-268084569.html
ძლიერი წვიმა ხელს უშლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩატარებას
ძლიერი წვიმა ხელს უშლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩატარებას
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T17:38+0400
2022-07-01T17:38+0400
2022-07-01T21:46+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_4ac15359b44792ea4252a924bbb012a2.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო ბოლო კვირების განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.სააგენტოს ცნობით, უამინდობის გამო ფერმერებმა ასევე ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩატარება.არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია გამოდარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღმდეგოდ.სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.მოსავლის აღებამდე სავალდებულოა სამი წამლობის ჩატარება ფაროსანას, სიდამპლის და ნაცრის საწინააღმდეგოდ (ივლისის დასაწყისში და 10-12 დღის შუალედით ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისამდე).როგორც სააგენტოში განაცხადეს, ასოციაციის აგროკონსულტანტები მზად არიან ჯგუფის წევრებს საგანგებო რეჟიმში გაუწიონ მომსახურება – მიაწოდონ ინფორმაცია პრეპარატების შესახებ და დაეხმარონ მათ შეძენაში.უხარისხო და დაზიანებული თხილის ფასი ნებისმიერ სეზონზე იქნება დაბალი და პირდაპირ აისახება ფერმერების შემოსავლებზე, აღნიშნავენ ასოციაციაში.საქართველოში თხილის უხვ მოსავალს ელოდებიან: მინისტრის მოადგილე>>საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_d1f84a52ae252b05b81fa2043d30b3fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, საქართველო
ძლიერი წვიმა ხელს უშლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩატარებას
17:38 01.07.2022 (განახლებულია: 21:46 01.07.2022) სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო ბოლო კვირების განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, უამინდობის გამო ფერმერებმა ასევე ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩატარება.
არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია გამოდარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღმდეგოდ.
„საკმაოდ მაღალია რისკი, რომ ფაროსანა, წვიმების შედეგად განვითარებული ნაცარი (სოკო) და სიდამპლე თხილის მოსავალს მნიშვნელოვნად დააზიანებს, თუ არ მოხდა ფერმერების სათანადო ჩართულობა", – ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
მოსავლის აღებამდე სავალდებულოა სამი წამლობის ჩატარება ფაროსანას, სიდამპლის და ნაცრის საწინააღმდეგოდ (ივლისის დასაწყისში და 10-12 დღის შუალედით ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისამდე).
როგორც სააგენტოში განაცხადეს, ასოციაციის აგროკონსულტანტები მზად არიან ჯგუფის წევრებს საგანგებო რეჟიმში გაუწიონ მომსახურება – მიაწოდონ ინფორმაცია პრეპარატების შესახებ და დაეხმარონ მათ შეძენაში.
უხარისხო და დაზიანებული თხილის ფასი ნებისმიერ სეზონზე იქნება დაბალი და პირდაპირ აისახება ფერმერების შემოსავლებზე, აღნიშნავენ ასოციაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.