უბედური შემთხვევა თურქეთ-საქართველოს საზღვართან: არის მსხვერპლი

© AFP 2024 / ANATOLIAN NEWS AGENCY სასწრაფო დახმარება თურქეთში
სასწრაფო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ამ დროისათვის ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველო-თურქეთის საზღვართან, ართვინის პროვინციაში კლდე ჩამოიშალა და ქვეშ სატვირთო ავტომანქანები მოიყოლა. ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მათგან არავინ დაშავებულა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე დაახლოებით დილის 8 საათისთვის მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანდა ოთხი სატვირთო ავტომობილი. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ყველა ახალი ამბავი
0