მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომხეთი და თურქეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარს ხსნიან

© AFP 2024 / STRINGERსომხეთ-თურქეთის საზღვარი
სომხეთ-თურქეთის საზღვარი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლები მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის გამო, ანკარას ინიციატივით, 1993 წელს დაიხურა.

„დღეს ვენაში სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების, რუბენ რუბინიანისა და სერდარ კილიჩის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ სომხეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა ამ ქვეყნებში ჩასული მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, და გადაწყვიტეს ამ მიმართულებით საჭირო პროცედურების დაწყება“, — ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ავიაგადაზიდვები უმოკლეს ვადაში დაიწყება. გარდა ამისა, ორი ქვეყნის სპეცწარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების საბოლოო მოწესრიგების ნაბიჯებიც გა ნიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დარეგულირების პროცესს წინასწარი პირობების გარეშე განაგრძობენ.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა. ანკარამ მკვეთრად ირეაგირა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესზე. ამასთან ყარაბაღის კონფლიქტში ანკარამ აზერბაიჯანის მხარე დაიჭირა. თუმცა, გასული წლის დეკემბერში მხარეებმა ურთიერთობის ნორმალიზებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. თებერვალში სომხეთმა და თურქეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა განაახლეს.
ყველა ახალი ამბავი
0