https://sputnik-georgia.com/20220701/saqartvelom-gazafxulze-sida-moxmareba-sakutari-eleqtroenergiit-dafara-268068967.html
საქართველომ გაზაფხულზე შიდა მოხმარება საკუთარი ელექტროენერგიით დაფარა
საქართველომ გაზაფხულზე შიდა მოხმარება საკუთარი ელექტროენერგიით დაფარა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად ფარავს ადგილობრივ მოხმარებას, განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა.
2022-07-01T10:20+0400
2022-07-01T10:20+0400
2022-07-01T16:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251028011_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_be41369cb92f9416382c06c163f6ce27.jpg
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ჰიდროელექტროსადგურებმა 2022 წლის გაზაფხულზე საქართველოს მოხმარების სრულად დაფარვა და ჭარბი ენერგიის თურქეთში ექსპორტიც მოახერხეს, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოდგენს. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს ელექტროენერგიის წლიდან წლამდე მზარდი მოხმარების დასაფარად.ნარმანიას თქმით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალსაცავებში წყლის დაგროვება გრძელდება. ამ ეტაპზე ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომლებსაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რაც საშუალებას მისცემს მათ, ამ მარაგით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ბაზარს.სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება.მზარდი მოხმარებაექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის საქართველო შესაძლოა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება 26 მილიარდ კვტ/სთ მიაღწევს, დღეს კი ის წელიწადში 13 მილიარდის დონეზეა.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თითქმის 6,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო გამომუშავებულია 5,6 მილიარდი კვტ/სთ. დეფიციტური მხოლოდ წლის დასაწყისი იყო, შემდეგ კი საკუთარმა გამომუშავებამ მოიმატა.ნარმანია: რუსულ ელექტროენერგიაზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს >>გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი ჰესებზე მოდის – 4,1 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურმა – 33,7 მლნ კვტ/სთ.საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა და ხდება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. წლის დასაწყისიდან ქვეყანამ განახორციელა იმპორტი 1,2 მლრდ კვტ/სთ ოდენობით, მათ შორის, რუსეთიდან (906,6 მლნ კვტ/სთ), სომხეთიდან (138,4 მლნ კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (129,1 მლნ კვტ/სთ).ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 272,1 მლნ კვტ/სთ, აქედან 219,8 მლნ კვტ/სთ თურქეთში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251028011_467:0:3198:2048_1920x0_80_0_0_70581c2975d6c8a78204e36edfcc10a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო გაზაფხული შიდა მოხმარება საკუთარი ელექტროენერგია დაფარვა
საქართველო გაზაფხული შიდა მოხმარება საკუთარი ელექტროენერგია დაფარვა
საქართველომ გაზაფხულზე შიდა მოხმარება საკუთარი ელექტროენერგიით დაფარა
10:20 01.07.2022 (განახლებულია: 16:37 01.07.2022) ამ ეტაპზე საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად ფარავს ადგილობრივ მოხმარებას, განაცხადა სემეკის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ჰიდროელექტროსადგურებმა 2022 წლის გაზაფხულზე საქართველოს მოხმარების სრულად დაფარვა და ჭარბი ენერგიის თურქეთში ექსპორტიც მოახერხეს, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოდგენს. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს ელექტროენერგიის წლიდან წლამდე მზარდი მოხმარების დასაფარად.
„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს მოხმარებას სრულად ფარავს და მეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ხდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში“, – განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანიას თქმით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალსაცავებში წყლის დაგროვება გრძელდება. ამ ეტაპზე ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომლებსაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რაც საშუალებას მისცემს მათ, ამ მარაგით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ბაზარს.
სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება.
ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის საქართველო შესაძლოა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება 26 მილიარდ კვტ/სთ მიაღწევს, დღეს კი ის წელიწადში 13 მილიარდის დონეზეა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თითქმის 6,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო გამომუშავებულია 5,6 მილიარდი კვტ/სთ. დეფიციტური მხოლოდ წლის დასაწყისი იყო, შემდეგ კი საკუთარმა გამომუშავებამ მოიმატა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი ჰესებზე მოდის – 4,1 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურმა – 33,7 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა და ხდება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. წლის დასაწყისიდან ქვეყანამ განახორციელა იმპორტი 1,2 მლრდ კვტ/სთ ოდენობით, მათ შორის, რუსეთიდან (906,6 მლნ კვტ/სთ), სომხეთიდან (138,4 მლნ კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (129,1 მლნ კვტ/სთ).
ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 272,1 მლნ კვტ/სთ, აქედან 219,8 მლნ კვტ/სთ თურქეთში განხორციელდა.