საიდუმლო დოკუმენტები: იაპონიას უკრაინელი ნაციონალისტებისთვის „აღვირი ჰქონდა ამოდებული“

© photo: Sputnik / Semion Raskinიაპონია-სსრკ-ის ომი
იაპონია-სსრკ-ის ომი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. იაპონური დაზვერვა 1930-იან წლებში „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ (უნკ) რადიკალებს შორეულ აღმოსავლეთში ნაციონალისტების ხელმძღვანელობაში მოხვედრაში დაეხმარა, თუმცა მაინც არ აძლევდა მათ ანტისაბჭოთა აქტივობების ისე განვითარების უფლებას, რომ მათ ტოკიოს ანტისაბჭოთა აგრესიული გეგმებისთვის შეეშალათ ხელი, წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ეს ყოველივე პრიმორიეს მხარის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ პირველად განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა.
გამოქვეყნებულ მასალებს შორისაა ეგრეთ წოდებული „უკრაინის ნაციონალისტური კოლონიის“ ლიდერების დაკითხვის ოქმები 1945 წლის შემოდგომაზე საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვაში.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
უკრაინული ნაციონალიზმი: რუსეთი მანამდე გამოუქვეყნებელი მასალების პუბლიკაციას იწყებს
„რია ნოვოსტის“ ცნობით, „უკრაინის ნაციონალური კოლონია“ 1934 წელს დაარსდა მილიტარისტული იაპონიის მიერ ოკუპირებულ მანჯურიის ტერიტორიაზე იქ ემიგრირებული უკრაინელი ნაციონალისტების ინიციატივით. მისი მიზანი იყო აქტიური ბრძოლა სსრკ-ს წინააღმდეგ საბჭოთა კავშირისთვის პრიმორიეს ჩამორთმევისა და იქ უკრაინული ნაციონალისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნით. ნაციონალისტებს ამ საკითხში იაპონიისა და ნაცისტური გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდათ.
„ამავე მიზნით, 1936-1937 წლებში „უკრაინის ნაციონალისტურ კოლონიას“ შეუერთდნენ ნაციონალისტების ორგანიზაციის ბერლინის ცენტრის წარმომადგენლები ფიოდოროვი, მარკოვი და სხვები, რომლებმაც იაპონიის სამხედრო მისიისა და ასევე უნკ-ის ხელმძღვანელ როის დახმარებით, ხელმძღვანელი თანამდებობები დაიკავეს კოლონიაში“, — ნათქვამია სასამართლოს 1990 წლის გადაწყვეტილებაში შორეული აღმოსავლეთის უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერებისთვის რეაბილიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
როგორც უნკ-ის ბოლო თავმჯდომარე ალექსანდრ ვიტკოვსკი აცხადებდა დაკითხვისას, დასავლეთ უკრაინის მკვიდრი ფიოდოროვი (კორდა-ფიოდოროვი) ხარბინის იაპონურმა სამხედრო მისიამ კომპანია Churin and Co-ში, ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ სავაჭრო-სამრეწველო საწარმოში მოაწყო სამუშაოდ. იაპონური სამხედრო მისიები სადაზვერვო სააგენტოები იყო, რომლებიც სსრკ-ის შორეული აღმოსავლეთის მთავარ რეგიონებში სამუშაოდ შეიქმნა.
ვიტკოვსკიმ დაკითხვისას თქვა, როგორ დაინიშნა უნკ-ის ხელმძღვანელად.
„უკრაინის ნაციონალისტური კოლონიის თავმჯდომარის საქმეები 1944 წლის 5 აპრილს ჩავიბარე პროფესორ კულიაბკო-კორეცკისგან, იაპონიის სამხედრო მისიის მე-3 განყოფილების უფროსის, პოლკოვნიკ მაედას ბრძანებით... მე ვცდილობდი უარი ეთქვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა კატეგორიულად მიბრძანა, რომ მეხელმძღვანელა უნკ-ის მუშაობისთვის, ამიტომ მივიღე ეს თანამდებობა“, — განაცხადა ვიტკოვსკიმ.
„როდესაც უნკ-ის მუშაობის შესახებ ინსტრუქციებს ვიღებდი, პოლკოვნიკმა მაედამ მითხრა, რომ ჩვენ არ უნდა გვესაუბრა საბჭოთა კავშირზე <...> არც უარყოფითად და არც პოზიტიურად“, — იხსენებდა ვიტკოვსკი.
მისი თქმით, „სსრკ-სთან მეგობრობა იაპონელების ოფიციალური განცხადება იყო, რადგან იაპონიის ხელისუფლება ყველაზე დაუნდობელ რეპრესიებს იყენებდა საბჭოთა საკონსულოსთან კავშირისთვის“.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
1930-იან წლებში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერები ლოთობასა და მექრთამეობაში ამხილეს
1944 წლის გაზაფხულისთვის, როდესაც სამამულო ომში გარდატეხა მოხდა სსრკ-ის სასარგებლოდ, იაპონია უკვე ცდილობდა, აღარ ეჩვენებინა ღიად თავისი აგრესიული გეგმები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, თუმცა ფარულად მაინც განაგრძობდა მათზე მუშაობას. ამიტომ იაპონელებს უკრაინელი ნაციონალისტების რადიკალური მისწრაფებების ჩახშობა უწევდათ.
როგორც ვიტკოვსკი ამბობდა, პოლკოვნიკმა მაედამ მას უთხრა, რომ უნკ არ უნდა ჩართულიყო არანაირ პოლიტიკურ საქმიანობაში.
„უკრაინის ეროვნული კოლონია“ უნდა იყოს დაკავებული თავისი ეროვნული საქმით, აღზარდოს ახალგაზრდები უკრაინული ეროვნული სულისკვეთებით. დაიცვას უკრაინელი ხალხის ჩვეულებები, მისდიოს მათი ცხოვრების წესსა და ტრადიციებს, განავითაროს სკოლები და ასწავლოს ბავშვებს საკუთარ ენაზე, ჩაერთოს კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში, დაკავდეს საქველმოქმედო საქმიანობით — დაეხმაროს ახლობლებს. იგივე სიტყვა-სიტყვით დამიდასტურა ჰარბინში სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა დოიმ“, — დასძინა ვიტკოვსკიმ.
მისი თქმით, „იაპონიის ხელისუფლებას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია „სამოსტიინიკების“ მიმართ, მაგრამ არც დახმარებას უწევდა. ამავე დროს, იაპონიის სამხედრო მისია პერიოდულად აგზავნიდა თავის მრჩეველს უნკ-ის აბჭოს სხდომებსა და თათბირებზე.
1945 წელს წითელი არმიის მიერ იაპონური ჯარების დამარცხებამ წერტილი დაუსვა „უკრაინის ნაციონალური კოლონიის“ გეგმებს. საბჭოთა საიდუმლო სამსახურებმა მისი აქტივისტები დააკავეს და სასამართლოს განაჩენის თანახმად, ბანაკებში გაგზავნეს. უკვე თანამედროვე რუსეთის პირობებში მათ უარი ეთქვათ რეაბილიტაციაზე, როგორც სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენ პირებს პოლიტიკური მიზეზების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0