1930-იან წლებში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერები ლოთობასა და მექრთამეობაში ამხილეს

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYკიევი
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერები, რომლებიც 1930-იან წლებში გაექცნენ საბჭოთა ხელისუფლებას შორეულ აღმოსავლეთში, მექრთამეები, მფლანგველები და ლოთები იყვნენ, თუმცა ამავდროულად სინეკურით იყვნენ უზრუნველყოფილი იაპონური დაზვერვის დახმარებით, წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ეს ყოველივე პრიმორიეს მხარის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ პირველად განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა.
გამოქვეყნებულ მასალებს შორისაა ეგრეთ წოდებული „უკრაინის ნაციონალური კოლონიის“ (UNK) ლიდერების დაკითხვის ოქმები 1945 წლის შემოდგომაზე საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვაში.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
უკრაინული ნაციონალიზმი: რუსეთი მანამდე გამოუქვეყნებელი მასალების პუბლიკაციას იწყებს
„რია ნოვოსტის“ ცნობით, „უკრაინის ნაციონალური კოლონია“ (UNK) 1934 წელს დაარსდა მილიტარისტული იაპონიის მიერ ოკუპირებულ მანჯურიის ტერიტორიაზე იქ ემიგრირებული უკრაინელი ნაციონალისტების ინიციატივით. UNK-ის მიზანი იყო აქტიური ბრძოლა სსრკ-ს წინააღმდეგ საბჭოთა კავშირისთვის პრიმორიეს ჩამორთმევისა და იქ უკრაინული ნაციონალისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნით. ნაციონალისტებს ამ საკითხში იაპონიისა და ნაცისტური გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდათ.
როგორც სააგენტო წერს, UNC-ის ხელმძღვანელმა 1935-1941 წლებში იური როიმ დაკითხვისას ალექსანდრ ვიტკოვსკის შესახებ ისაუბრა, რომელიც კოლონიას 1944-1945 წლებში ხელმძღვანელობდა.
„1938 წელს ვიტკოვსკი „უკრაინის კოლონიიდან“ ამორალური ქმედებებისთვის, კომპანია Churin and Co-სგან ქრთამის აღების გამო გააძევეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ხარბინში და კოლონიის პრესტიჟის შენარჩუნების მიზნით, ვიტკოვსკი კოლონიის გამგეობამ გააძევა... როდის მიიღეს ის კვლავ კოლონიის წევრად, არ ვიცი“, — ამბობს როი დაკითხვისას.
თავად ვიტკოვსკი კი თავის წინამორბედზე, ვიქტორ კულიაბკო-კორეცკიზე ლაპარაკობს, რომლის მიმართაც კოლონიის წევრების მოთმინება 1944 წლის გაზაფხულზე ამოიწურა.
„კულიაბკო-კორეცკი თავმჯდომარის თანამდებობიდან, როგორც ჩანს, UNC-ის წევრების მოთხოვნით გაათავისუფლეს, რადგან ის არ ეწეოდა არანაირ სამუშაოს და არ იყო დაინტერესებული კოლონიის ცხოვრებით. თანხებს საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯავდა პირადი ინტერესებისთვის“, — აცხადებდა ვიტკოვსკი.
ვიტკოვსკის გარდა, მისი თქმით, UNC-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატთა სიაში იყო ვინმე კაციენკოც, რომელიც „სიიდან ამოიღეს როგორც ლოთი“.
ფირმა Churin and Co — ერთ-ერთი უდიდესი რუსული სავაჭრო-სამრეწველო საწარმო მანჩჟოუ-დი-გოში, იაპონური დაზვერვის დახმარებით, „უკრაინის ნაციონალური კოლონიის“ ლიდერების საფარად იქცა — მაგალითად, ჰარბინში ჩასული ბერლინის ცენტრის წარმომადგენელი რადიკალი კორდა-ფედოროვისთვის.
იაპონური სამხედრო მისიები — სადაზვერვო ორგანოები იყო, რომლებიც სსრკ-ის შორეული აღმოსავლეთის მთავარ რეგიონებში სამუშაოდ იყო შექმნილი. 1945 წელს წითელი არმიის მიერ იაპონური ჯარების დამარცხებამ წერტილი დაუსვა „უკრაინის ნაციონალური კოლონიის“ გეგმებს. საბჭოთა საიდუმლო სამსახურებმა მისი აქტივისტები დააკავეს და სასამართლოს განაჩენის თანახმად, ბანაკებში გაგზავნეს. უკვე თანამედროვე რუსეთის პირობებში მათ უარი ეთქვათ რეაბილიტაციაზე, როგორც სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენ პირებს პოლიტიკური მიზეზების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0