Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე ვიყავი დიზაინერი... ის იყო ოპერატორი“ - ავთანდილი დემნა გვასალიას პლაგიატობაში ამხელს?

© photo: Sputnik / Kemale Aliyeva ავთანდილ ცქვიტინიძე
ავთანდილ ცქვიტინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ბოლო სკანდალი, რის გამოც სოციალური ქსელის პირადი გვერდი გააუქმა 4 წლის წინ, ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას ეხებოდა.
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
ყვითელი ამბები
დემნა გვასალია მეუღლეს კოცნის - არატრადიციული ორიენტაციის წყვილის ფოტო სოცქსელებში აიტაცეს

„ხუმრობით დავწერე, მე გაცილებით ადრე მქნოდა ეს მოდელები, ბესტსელერი იყო ჩვენი გაყიდვების-მეთქი. იმ პერიოდში, როცა დემნა პატარა იყო, ერთადერთი ფეშენ მაღაზია მე მქონდა და ვიყავი ერთი დიზაინერი. არის ბავშვობის შთაბეჭდილებები, შეიძლება არც გახსოვდეს საიდან სად მოდის და რას იმახსოვრებს ტვინი. დღესდღეობით ძალიან მიხარია, თუ სადმე გადაკვეთა არსებობს ჩემი და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების და ჩემი და ახალბედა დიზაინერების. მე სტატუსებით არ გამოვირჩევი, უბრალოდ, მაგ პერიოდში, როცა დემნა გამოჩნდა, მეგონა, რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი, რასაც ვაკეთებდი, სპორტული ორეულები, დიდი ჰუდები, დიდი პიჯაკები. ეს ფოტომასალა მაქვს ყველაფერი”, – ამბობს ავთანდილი გადაცემაში „სხვა კითხვები”.

კითხვაზე, დემნა გვასალია მის პლაგიატს აკეთებს თუ არა და თუ შურს ავთანდილს დემნასი, დიზაინერი პასუხობს, რომ არც შურს დემნასი და არც მისი პლაგიატები აქვს „ბალენსიაგას” კოლექციებში.

„არა, მაგრამ მეგონა, რომ ძალიან ბევრი ნივთი იყო ნაცნობი. ხომ არის, როცა გიგროვდება რაღაც, შემდეგ უკვე ეს კაბა იყო პიკი, როცა თავი აღარ შევიკავე. არასდროს არავისი არ შემშურებია, ძალიან დიდი საქმე გააკეთა დემნამ საქართველოსთვის, ქართველი დიზაინერებისთვის. „მერსედეს ბენც ფეშენვიკი“ რომ ტარდებოდა და ასეთი აჟიოტაჟი იყო ქართველ დიზაინერებზე, ერთ-ერთი წვლილი იყო დემნას დამსახურება. ბავშვობაში ვიცნობდი, მაშინ პოპულარული ვიყავი ძალიან და ერთ-ერთი ბავშვთაგანი იყო, რომელიც გავიცანი. მაშინ ოპერატორი იყო დამწყები. მის ძმას ვიცნობ”, – ამბობს ავთო ცქვიტინიძე.

ყველა ახალი ამბავი
0