Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დემნა გვასალია მეუღლეს კოცნის - არატრადიციული ორიენტაციის წყვილის ფოტო სოცქსელებში აიტაცეს

© Facebook / Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
დიზაინერი და ცნობილი მუსიკოსი 2017 წელს დაქორწინდნენ და ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობენ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.
„ბალენსიაგას“ ჩვენების შემდეგ afterparty-სკენ მიმავალი დემნა გვასალიას და მისი მეუღლის კოცნამ სოციალური ქსელები მოიარა.
ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ დემნამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აღმოაჩინა ეს და რა გავლენა იქონია ამან მის ცხოვრებაზე, დიზაინერი ამბობს, რომ დიდი ხანი დასჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა.
წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ინფორმაცია გომესის „ინსტაგრამიდან“ გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა წარწერით I SAID YES („მე ვთქვი კი“). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში „მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას „სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ. რაღაც პერიოდი კი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0