https://sputnik-georgia.com/20220701/areuloba-uzbeketsi-268096082.html
არეულობა უზბეკეთში: ორ მილიონიან რეგიონს გამოყოფის უფლებას ართმევენ - ვიდეო
არეულობა უზბეკეთში: ორ მილიონიან რეგიონს გამოყოფის უფლებას ართმევენ - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უზბეკეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც გამორიცხავს ყარაყალპახეთის სუვერენულ სტატუსს და მისი... 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T22:19+0400
2022-07-01T22:19+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
უზბეკეთი
დსთ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/01/268095913_0:0:2717:1529_1920x0_80_0_0_d6077e0d16ae18f6d6fd0eef5dc53964.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უზბეკეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც გამორიცხავს ყარაყალპახეთის სუვერენულ სტატუსს და მისი გამოყოფის უფლებას. ამასთან დაკავშირებით რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პროტესტის ნიშნად, იუწყება პორტალი Turkmen.news.აღსანიშნავია, რომ ყარაყალპახეთს უზბეკეთის ტერიტორიის 40% უკავია და იქ დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მოსახლეობა დემონსტრაციაზე „კონსტიტუციური რეფორმების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად“ გავიდა.მედიის ინფორმაციით, აქციები იმართება არა მხოლოდ ნუკუსში, არამედ ავტონომიის სხვა ქალაქებშიც. აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. ხელისუფლებამ რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები გაგზავნა.რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის წესრიგი უკვე აღდგენილია, „მიმდინარეობს მუშაობა მოქალაქეებთან, რათა მათ კანონის დარღვევის დაუშვებლობა განემარტოთ“.უზბეკეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების სია, რომელიც დაახლოებით 200 პუნქტს შეიცავს, 25 ივნისს გამოქვეყნდა. ქვეყნის ძირითადი კანონის მანამდელი რედაქციის მიხედვით, ყარაყალპახეთი არის სუვერენული რესპუბლიკა და აქვს უფლება, გამოეყოს უზბეკეთს საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე.წყარო: Turkmen News
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/01/268095913_116:0:2531:1811_1920x0_80_0_0_0e930314ed7793dda4ba366de1436e62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უზბეკეთი, დსთ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უზბეკეთი, დსთ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უზბეკეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც გამორიცხავს ყარაყალპახეთის სუვერენულ სტატუსს და მისი გამოყოფის უფლებას. ამასთან დაკავშირებით რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პროტესტის ნიშნად, იუწყება პორტალი Turkmen.news.
აღსანიშნავია, რომ ყარაყალპახეთს უზბეკეთის ტერიტორიის 40% უკავია და იქ დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მოსახლეობა დემონსტრაციაზე „კონსტიტუციური რეფორმების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად“ გავიდა.
მედიის ინფორმაციით, აქციები იმართება არა მხოლოდ ნუკუსში, არამედ ავტონომიის სხვა ქალაქებშიც. აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. ხელისუფლებამ რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები გაგზავნა.
რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის წესრიგი უკვე აღდგენილია, „მიმდინარეობს მუშაობა მოქალაქეებთან, რათა მათ კანონის დარღვევის დაუშვებლობა განემარტოთ“.
უზბეკეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების სია, რომელიც დაახლოებით 200 პუნქტს შეიცავს, 25 ივნისს გამოქვეყნდა. ქვეყნის ძირითადი კანონის მანამდელი რედაქციის მიხედვით, ყარაყალპახეთი არის სუვერენული რესპუბლიკა და აქვს უფლება, გამოეყოს უზბეკეთს საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე.