რას გააკეთებს საქართველო „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიების სანქცირების შემთხვევაში

© courtesy of JSC Telasiმაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
კომპანია „ინტერ რაო“ საქართველოში, „თელასის“ გარდა, ასევე ფლობს კომპანია „თელმიკოს“ და მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰესს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასისა“ და „თელმიკოს“ წინააღმდეგ სანქციები იმის გამო დაწესდება, რომ ისინი რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები არიან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავს, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

„ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ეს შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი“, – განაცხადა ნარმანიამ პრეს-ცენტრ „მთავარში“.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობა პრაქტიკულად ვერაფერს იგრძნობს, რადგანაც ყველა ოპერაცია და გადახდები შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდება.
კომპანია „ინტერ რაო“ საქართველოში, „თელასის“ გარდა, ასევე ფლობს კომპანია „თელმიკოს“ და მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰესს.
საქართველო „ინტერ რაოს“ შესაძლო სანქცირებისთვის ემზადება>>>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 15,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. ადგილობრივად გამომუშავებული იყო 12,6 მილიარდი კვტ/სთ.
ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად საქართველომ 2 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. მათ შორის, რუსეთიდან 1,2 მლრდ კვტ/სთ, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 600,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
ყველა ახალი ამბავი
0