მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთმა ნატოს ცილისწამების შეწყვეტა მოსთხოვა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ნატომ უნდა შეწყვიტოს ჩინეთის ცილისწამება, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჩჟაო ლიძიანმა ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის კომენტირებისას.
დიპლომატის თქმით, ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია „უგულებელყოფს ფაქტებს და შავს თეთრად წარმოაჩენს“. ამასთან ის „ამცირებს ჩინეთის საგარეო პოლიტიკას, აკეთებს უპასუხისმგებლო შენიშვნებს ჩინეთის ნორმალურ სამხედრო განვითარებასა და ეროვნული თავდაცვის პოლიტიკაზე“, ხელს უწყობს კონფრონტაციასა და ცივი ომის მენტალიტეტს, იდეოლოგიურ მიკერძოებას.

„ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული ამით და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას“, − აღნიშნა ლიძიანმა.

ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც მადრიდის სამიტზე დამტკიცდა, ნათქვამია, რომ ჩინეთის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ინტერესებსა და ღირებულებებს. ნატოს სტრატეგიული კონცეფცია ალიანსის მთავარი დოკუმენტია, რომელშიც გაწერილია ნატოს ღირებულებები, ორგანიზაციის მიზნები და ასევე შეიცავს უსაფრთხოების კოლექტიურ შეფასებას.
„ჩინეთი ამბიციების დემონსტრირებას ახდენს და ატარებს პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენს ღირებულებებს“, − ხაზგასმულია კონცეფციაში.
ნატოს თქმით, ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზომების ნაკრებს იყენებს „მსოფლიოში ყოფნის გასაძლიერებლად“. როგორც ალიანსში აღნიშნეს, ჩინეთის „მავნე ჰიბრიდული თუ კიბერსივრცეში საქმიანობა, მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია მიმართულია მოკავშირეების წინააღმდეგ და ალიანსის უსაფრთხოებას ემუქრება“.
ყველა ახალი ამბავი
0