ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / Alex Maknoton / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,65%-ით შემცირდა და 83,63 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,79%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში არ შეცვლილა, ვაჭრობა დაიხურა 6,44% მოგებით 99,58 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 95,66 პუნქტის ფასით, 8,93% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,08%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,36%-ით გაიზარდა 84,47 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,25%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,22%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 14,58 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 434 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,14–15,12 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 2,37%-ით და ერთ აქციაზე 5,61 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 106 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,5–6,01 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,46%-ით შემცირდა 13,1 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 175 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,7–13,54 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0