Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რვა თვეა ერთად ვართ... ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს“ - ნინუცა მაყაშვილი

© courtesy of Ninutsa Makashviliნინუცა მაყაშვილი
ნინუცა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ რაც მის ცხოვრებაში მისი შეყვარებული ედუ გამოჩნდა, მის გარშემო ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა.

„რვა თვეა ერთად ვართ და ეს ადამიანი მართლა ენერგეტიკულად ჩემია. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა, მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა. გაგვიმართლა ორივეს. ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მეტს ვერაფერს გეტყვით, პირადი არის პირადი. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს“, – ამბობს ნინუცა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
ყვითელი ამბები
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია“ - ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულზე საუბრობს
მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი, ამიტომ რასაც თვლის საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, მხოლოდ იმას ამბობს, მეტს ვერაფერს.

„სხვათა შორის, ესეც ისეთივე ბოდიალაა, როგორიც მე, ასე რომ, ამ ზაფხულს ოჯახთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად გავატარებ. ზოგადად, დახურული მაქვს პირად თემებზე საუბარი. მე ჩემი პირადი სივრცე მაქვს, ედუს – თავისი, თუმცა ორივეს ერთნაირი ინტერესები გვამოძრავებს, მაგალითად, მოგზაურობა, სხვადასხვა ადგილების დათვალიერება, ბოდიალი... თუ მას გადაღებები არ აქვს და მეც მცალია, დავადებთ თავს და ვმოგზაურობთ. მინდა ეს ზაფხული აქტიურად გავატარო ოჯახის წევრებთან ერთად და ჯერ არც ის დამიგეგმავს, სად დავისვენებ", – ამბობს მსახიობი.

ყველა ახალი ამბავი
0