Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია“ - ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულზე საუბრობს

© courtesy of Ninutsa Makashviliნინუცა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად
ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი საყვარელი მამაკაცის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა, მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა, გაგვიმართლა ორივეს“, – ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა, ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი, ამიტომ რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს არაფერს“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0