ბათუმის ბულვარს თავისი გენგეგმა ექნება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2011 წლის 21 თებერვალს მიენიჭა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბოლო წლებში აშენებული კომერციული ობიექტები არაერთხელ გამხდარა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საპროტესტო აქციების საბაბი. მათი განცხადებით, ქაოსური მშენებლობები ქალაქის სავიზიტო ბარათის იერსახეს ამახინჯებს.

„მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და ბულვარმა დაასრულეს მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, – განაცხადა რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, დოკუმენტი ემსახურება ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ძველი ბულვარის კონსერვაციას, სარეკრეაციო, თემატური სივრცეების, სანაპირო ზოლის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწესრიგებას.
„ახლა ჯერი ბათუმის მუნიციპალიტეტზე, საკრებულოზეა. მინდა ვთხოვო, რომ ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა ბოლომდე იქნას მიყვანილი“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2011 წლის 21 თებერვალს მიენიჭა.
ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა პარკია მსოფლიოში. იგი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. დღეს ბულვარის სიგრძე 8 კილომეტრია, იგი პირობითად იყოფა „ახალ" და „ძველ" ბულვარად.
ყველა ახალი ამბავი
0