https://sputnik-georgia.com/20220628/saqartvelo-xorblis-da-qeris-eqsports-wyets-267958319.html
საქართველო ხორბლისა და ქერის ექსპორტს ერთი წლით აჩერებს
საქართველო ხორბლისა და ქერის ექსპორტს ერთი წლით აჩერებს
Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ გავრცელდება სიმინდის ექსპორტზე. 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T18:50+0400
2022-06-28T18:50+0400
2022-06-28T21:59+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/17/266827314_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_478227066bded89c414cd33965c7a5be.jpg
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ გავრცელდება სიმინდის ექსპორტზე.როგორც შამუგიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო თავად ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, რომ ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე მაინც გავიდეს.რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქერიც ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული.მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/17/266827314_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_54e9c5f2c8a97f24942fb1746c68fc1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო ხორბლისა და ქერის ექსპორტს ერთი წლით აჩერებს
18:50 28.06.2022 (განახლებულია: 21:59 28.06.2022) სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ გავრცელდება სიმინდის ექსპორტზე.
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.
„რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ გავრცელდება სიმინდის ექსპორტზე.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო თავად ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, რომ ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე მაინც გავიდეს.
რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქერიც ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული.
მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.