პესკოვი: რუსეთი ბელარუსისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას არ გეგმავს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბელორუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე არ უსაუბრია მინსკისთვის ბირთვული იარაღის მზიდი რაკეტების გადაცემაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა ასეთი კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც G7-ის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ბელორუსისთვის რუსული რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტს ამაზე არ უსაუბრია. მან ისაუბრა კომპლექსებზე, რომლებსაც ტექნიკურად შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის იარაღის ზიდვა“, − განაცხადა პესკოვმა.

პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებები შაბათს გაიმარტა სანქტ-პეტერბურგში. ღონისძიების დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში მოსკოვი ბელარუსულ მხარეს „ისკანდერ-M“ სარაკეტო სისტემებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0