https://sputnik-georgia.com/20220628/nestan-amirejibi-267954433.html
სამკაულებზე აკინძული ქართული ასოები და ქათინაურები
სამკაულებზე აკინძული ქართული ასოები და ქათინაურები
Sputnik საქართველო
ეს იდეა ნესტან და თამარ ამირეჯიბებს მაშინ გაუჩნდათ, როცა მათმა უცხოელმა ახლობელმა ქართული ასო-ნიშნები ყვავილებს შეადარა. ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა მათი ქართული... 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T16:45+0400
2022-06-28T16:45+0400
2022-06-28T21:30+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24772/34/247723455_0:126:2048:1278_1920x0_80_0_0_5514fb65d121646b319d76f604899c8c.jpg
როცა უცხოელები მათ ნაწარმს ყიდულობენ, სამკაულებთან ერთად აწვდიან ბუკლეტებს, სადაც ქართული ენის ისტორია წერია. ბრენდის თაობაზე მის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნესტან ამირეჯიბს ვესაუბრებით.- ქალბატონო ნესტან, სამკაულებზე ქართული ანბანის ასო-ნიშნების აკინძვა თქვენი იდეაა?- ქართულ ასო-ნიშნებს სამაჯურზე ვკინძავთ, ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც სამაჯურების ამ ფორმით დამზადება მოიფიქრა. იყიდება სამაჯურები თოკებსა და ძეწკვებზე ოქროსა და ვერცხლის ასოებით. მომხმარებლის თხოვნით დავამატეთ ახალი პროდუქტი – სამაჯურზე აგებული რამდენიმე ასო-ნიშანი ან ინიციალები.- ბრენდის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?- ბრენდის იდეა 2018 წელს გაგვიჩნდა, როცა ჩვენმა უცხოელმა ახლობელმა გვითხრა, თქვენ ანბანში ძალიან ლამაზი ასო-ნიშნები გაქვთო. ამის მერე ბევრი ვიფიქრეთ და გაჩნდა ბრენდი, რომელიც დღეს ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა. ჩვენი ბრენდის სახელი თავისთავად სლოგანსაც შეიცავს. მათ მართლაც სიამოვნებით ატარებენ ქართველებიც და საქართველოში ჩამოსული უცხოელებიც.- რაიმე ინფორმაციასაც თუ აწვდით ქართულ ანბანზე?- ჩვენ საინფორმაციო ბუკლეტებიც გვაქვს დაბეჭდილი. როდესაც ნაწარმს გამოვფენთ ხოლმე, იქვე ამ ბუკლეტებსაც ვარიგებთ. ამ ფორმით გვინდა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს სასიამოვნო მოგონებებისა და ლამაზი სამკაულების გარდა აქედან გაჰყვეთ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიის ამსახველი ამბებიც, რასაც თავის ქვეყანაში ჩასვლის მერე სხვებსაც გაუზიარებენ.- ძირითადად ვინ არიან თქვენი შემკვეთები?- ჩვენს შემკვეთებს შორის ჟურნალისტები და მსახიობები არიან. ოქროს სამაჯურს უფრო ქორწილის საჩუქრად არჩევენ. ქართველები კი სამაჯურებს ძირითადად შვილის ან შეყვარებულის სახელის ინიციალების მიხედვით არჩევენ.- ვიცი, რომ ყველა ასო-ნიშანს ქათინაურის ფუნქცია აქვს...- დიახ, ისინი შეგიძლია აჩუქო საყვარელ ადამიანს ან თავად ატარო. ეს მნიშვნელობები შეფუთვაზეა, თითოეულ ასო-ნიშანს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ლ - ლამაზი, ბ - ბედნიერი, ა - არაჩვეულებრივი, მ - მომაჯადოებელი და ა.შ.- უცხოელები თუ ყიდულობენ მათ?- რადგან ყველა ასო-ნიშანს ქათინაურის ფუნქცია აქვს. ამიტომ უცხოელები ძირითადად ქათინაურების მნიშვნელობით არჩევენ და ყიდულობენ. ერთმა უცხოელმა შეყვარებულმა მეგობარ გოგონას წაუღო სამაჯური მისი სახელის შემადგენელი ყველა ასო-ნიშნით, ანუ შვიდი უყიდა. რომელიც მოუნდება, იმას გაიკეთებსო. გვიხარია, რომ უცხოელებს აქედან ჩვენს სამკაულებთან ერთად მიაქვთ ამბავი ქვეყანაზე, სადაც ასეთი ლამაზი და უძველესი ანბანით სარგებლობენ...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24772/34/247723455_167:0:1871:1278_1920x0_80_0_0_8085e7b5aac5aab60eab2cbe9aebbc7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
სამკაულებზე აკინძული ქართული ასოები და ქათინაურები
16:45 28.06.2022 (განახლებულია: 21:30 28.06.2022) ეს იდეა ნესტან და თამარ ამირეჯიბებს მაშინ გაუჩნდათ, როცა მათმა უცხოელმა ახლობელმა ქართული ასო-ნიშნები ყვავილებს შეადარა. ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა მათი ქართული ბრენდი სახელად „ატარე“, რომლის საფუძველიც ქართული ანბანის ასო-ნიშნები გახდა.
როცა უცხოელები მათ ნაწარმს ყიდულობენ, სამკაულებთან ერთად აწვდიან ბუკლეტებს, სადაც ქართული ენის ისტორია წერია. ბრენდის თაობაზე მის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნესტან ამირეჯიბს ვესაუბრებით.
- ქალბატონო ნესტან, სამკაულებზე ქართული ანბანის ასო-ნიშნების აკინძვა თქვენი იდეაა?
- ქართულ ასო-ნიშნებს სამაჯურზე ვკინძავთ, ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც სამაჯურების ამ ფორმით დამზადება მოიფიქრა. იყიდება სამაჯურები თოკებსა და ძეწკვებზე ოქროსა და ვერცხლის ასოებით. მომხმარებლის თხოვნით დავამატეთ ახალი პროდუქტი – სამაჯურზე აგებული რამდენიმე ასო-ნიშანი ან ინიციალები.
- ბრენდის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?
- ბრენდის იდეა 2018 წელს გაგვიჩნდა, როცა ჩვენმა უცხოელმა ახლობელმა გვითხრა, თქვენ ანბანში ძალიან ლამაზი ასო-ნიშნები გაქვთო. ამის მერე ბევრი ვიფიქრეთ და გაჩნდა ბრენდი, რომელიც დღეს ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა. ჩვენი ბრენდის სახელი თავისთავად სლოგანსაც შეიცავს. მათ მართლაც სიამოვნებით ატარებენ ქართველებიც და საქართველოში ჩამოსული უცხოელებიც.
- რაიმე ინფორმაციასაც თუ აწვდით ქართულ ანბანზე?
- ჩვენ საინფორმაციო ბუკლეტებიც გვაქვს დაბეჭდილი. როდესაც ნაწარმს გამოვფენთ ხოლმე, იქვე ამ ბუკლეტებსაც ვარიგებთ. ამ ფორმით გვინდა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს სასიამოვნო მოგონებებისა და ლამაზი სამკაულების გარდა აქედან გაჰყვეთ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიის ამსახველი ამბებიც, რასაც თავის ქვეყანაში ჩასვლის მერე სხვებსაც გაუზიარებენ.
- ძირითადად ვინ არიან თქვენი შემკვეთები?
- ჩვენს შემკვეთებს შორის ჟურნალისტები და მსახიობები არიან. ოქროს სამაჯურს უფრო ქორწილის საჩუქრად არჩევენ. ქართველები კი სამაჯურებს ძირითადად შვილის ან შეყვარებულის სახელის ინიციალების მიხედვით არჩევენ.
- ვიცი, რომ ყველა ასო-ნიშანს ქათინაურის ფუნქცია აქვს...
- დიახ, ისინი შეგიძლია აჩუქო საყვარელ ადამიანს ან თავად ატარო. ეს მნიშვნელობები შეფუთვაზეა, თითოეულ ასო-ნიშანს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ლ - ლამაზი, ბ - ბედნიერი, ა - არაჩვეულებრივი, მ - მომაჯადოებელი და ა.შ.
- უცხოელები თუ ყიდულობენ მათ?
- რადგან ყველა ასო-ნიშანს ქათინაურის ფუნქცია აქვს. ამიტომ უცხოელები ძირითადად ქათინაურების მნიშვნელობით არჩევენ და ყიდულობენ. ერთმა უცხოელმა შეყვარებულმა მეგობარ გოგონას წაუღო სამაჯური მისი სახელის შემადგენელი ყველა ასო-ნიშნით, ანუ შვიდი უყიდა. რომელიც მოუნდება, იმას გაიკეთებსო. გვიხარია, რომ უცხოელებს აქედან ჩვენს სამკაულებთან ერთად მიაქვთ ამბავი ქვეყანაზე, სადაც ასეთი ლამაზი და უძველესი ანბანით სარგებლობენ...