https://sputnik-georgia.com/20220628/gazvirdeba-tu-ara-puri-saqartvelosi-267934173.html
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - რას ფიქრობენ მწარმოებლები
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - რას ფიქრობენ მწარმოებლები
Sputnik საქართველო
პური დაახლოებით ერთი თვის წინ 10 თეთრით უკვე გაძვირდა, ახლა კი პურის მწარმოებლები ცდილობენ ფასი შეინარჩუნონ, განაცხადა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ. 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T10:03+0400
2022-06-28T10:03+0400
2022-06-28T15:52+0400
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_63325162bc15c8d3e7362a76712b1c22.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ხორბალი და ფქვილი შემოდის საქართველოში, ამიტომ ამ ეტაპზე პურის ღირებულება არ გაიზრდება, განაცხადა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.ხორბლისა და ფქვილის შესაძლო დეფიციტის, ასევე პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამკაცრების შემდეგ შეიძინა. როგორც ცნობილია, რუსეთი უკვე მრავალი წელია საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი მომწოდებელია.მისი ინფორმაციით, პურის ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის ღირებულება გაიზარდა. პირველი კატეგორიის ერთი ტომარა ფქვილი 79 ლარი გახდა, როდესაც ცოტა ხნის წინ 76 ლარი ღირდა.ფქვილის ძირითადი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოწოდების მხრივ პრობლემები არ არის, თუმცა ბოლო დროს ფქვილის ხარისხი არცთუ კარგია.„რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს, ეტყობა, ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს. ამ დროისათვის ქვეყანაში ფქვილის მარაგის კუთხით პრობლემები არ არსებობს“, – აღნიშნა დოლიძემ.პურის ფასის პროგნოზირება შეუძლებელია, მიიჩნევს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.„პური ერთი თვის წინ დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ. მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა“, – განაცხადა სილაგავამ.ნომერი პირველი პროდუქტი - როგორ შეიძლება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში>>ის მიიჩნევს, რომ საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ეკოომიკური კრიზისისთვის უნდა მოემზადოს. მნიშვნელოვანია ქვეყანაში ხორბლის მინიმუმ ორი თვის მარაგის არსებობა სასურსათო უსაფრთხოებისთვის.სილგავას ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს, ხორბალი თითქმის არ შემოდის. გასულ თვეში იმპორტირებული იყო 3 ათასი ტონა – ძველი პარტია, რომელიც მარტში უნდა შემოსულიყო.რისთვის სჭირდება საქართველოს ხორბლის მარაგისილაგავა დარწმუნებულია, რომ სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მარაგები, რაც ბაზრის დივერსიფიკაციას უტოლდება.როგორც სილაგავამ განმარტა, როდესაც არის მარაგი, ეს დივერსიფიკაციის ტოლფასია. როდესაც ქვეყანაში ორთვიანი მარაგია, რომელიც პარალელურად ივსება, და ეს ქვეყანაში მუდმივი მარაგია, ამ პირობებში, მოწოდებაში წყვეტის დროს, არის ერთ-ნახევარი–ორი თვე დრო, რათა სხვა ბაზრებზე გადართვა მოხერხდეს.სილაგავა მიიჩნევს, რომ ხორბლისა და ფქვილის მარაგი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პურის ფასი.თუ გაქვს მარაგი და წისქვილკომბინატები მუშაობს, შეგიძლია პურის ფასის დარეგულირება ნებისმიერი საკანონმდებლო გადაწყვეტილებით, ან სუბსიდირებით, მაგრამ თუ ფიზიკურად არ გაქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგი, პრობლემის წინაშე დგები, განაცხადა სილაგავამ.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.ფასები იზრდება: რა ხდება მარცვლეულის ბაზარზე>>ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.ქართველი პურის მწარმოებლებისთვის რთული პერიოდი დადგა, როდესაც 2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.საქართველომ 2022 წლის პირველ კვარტალში 31,7 ათასი ტონა ფქვილი შემოიტანა, აქედან 99,1% რუსეთის წილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_21a8d28e9072ee6318976a95777e6623.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - რას ფიქრობენ მწარმოებლები
10:03 28.06.2022 (განახლებულია: 15:52 28.06.2022) პური დაახლოებით ერთი თვის წინ 10 თეთრით უკვე გაძვირდა, ახლა კი პურის მწარმოებლები ცდილობენ ფასი შეინარჩუნონ, განაცხადა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ხორბალი და ფქვილი შემოდის საქართველოში, ამიტომ ამ ეტაპზე პურის ღირებულება არ გაიზრდება, განაცხადა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
ხორბლისა და ფქვილის შესაძლო დეფიციტის, ასევე პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამკაცრების შემდეგ შეიძინა. როგორც ცნობილია, რუსეთი უკვე მრავალი წელია საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი მომწოდებელია.
„უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის. ახლა არის ახალი მოსავლის აღების პერიოდი. გარდა ამისა, ხორბალი და ფქვილი შემოდის, ამიტომ ჯერჯერობით მე რომ დაგიდასტუროთ, რომ პური გაძვირდება – ეს არ იქნება მართალი“, – განაცხადა დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
მისი ინფორმაციით, პურის ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის ღირებულება გაიზარდა. პირველი კატეგორიის ერთი ტომარა ფქვილი 79 ლარი გახდა, როდესაც ცოტა ხნის წინ 76 ლარი ღირდა.
ფქვილის ძირითადი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოწოდების მხრივ პრობლემები არ არის, თუმცა ბოლო დროს ფქვილის ხარისხი არცთუ კარგია.
„რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს, ეტყობა, ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს. ამ დროისათვის ქვეყანაში ფქვილის მარაგის კუთხით პრობლემები არ არსებობს“, – აღნიშნა დოლიძემ.
პურის ფასის პროგნოზირება შეუძლებელია, მიიჩნევს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.
„პური ერთი თვის წინ დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ. მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა“, – განაცხადა სილაგავამ.
ის მიიჩნევს, რომ საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ეკოომიკური კრიზისისთვის უნდა მოემზადოს. მნიშვნელოვანია ქვეყანაში ხორბლის მინიმუმ ორი თვის მარაგის არსებობა სასურსათო უსაფრთხოებისთვის.
სილგავას ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს, ხორბალი თითქმის არ შემოდის. გასულ თვეში იმპორტირებული იყო 3 ათასი ტონა – ძველი პარტია, რომელიც მარტში უნდა შემოსულიყო.
რისთვის სჭირდება საქართველოს ხორბლის მარაგი
სილაგავა დარწმუნებულია, რომ სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მარაგები, რაც ბაზრის დივერსიფიკაციას უტოლდება.
როგორც სილაგავამ განმარტა, როდესაც არის მარაგი, ეს დივერსიფიკაციის ტოლფასია. როდესაც ქვეყანაში ორთვიანი მარაგია, რომელიც პარალელურად ივსება, და ეს ქვეყანაში მუდმივი მარაგია, ამ პირობებში, მოწოდებაში წყვეტის დროს, არის ერთ-ნახევარი–ორი თვე დრო, რათა სხვა ბაზრებზე გადართვა მოხერხდეს.
სილაგავა მიიჩნევს, რომ ხორბლისა და ფქვილის მარაგი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პურის ფასი.
თუ გაქვს მარაგი და წისქვილკომბინატები მუშაობს, შეგიძლია პურის ფასის დარეგულირება ნებისმიერი საკანონმდებლო გადაწყვეტილებით, ან სუბსიდირებით, მაგრამ თუ ფიზიკურად არ გაქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგი, პრობლემის წინაშე დგები, განაცხადა სილაგავამ.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.
ქართველი პურის მწარმოებლებისთვის რთული პერიოდი დადგა, როდესაც 2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.
საქართველომ 2022 წლის პირველ კვარტალში 31,7 ათასი ტონა ფქვილი შემოიტანა, აქედან 99,1% რუსეთის წილია.