მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში განმარტეს, რატომ არ უწესებენ სანქციებს რუსეთს

© photo: Sputnik / Sergey Stroitelev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უფრო მეტ ზიანს თურქეთის ეკონომიკას მიაყენებს, ვიდრე რუსეთისას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა.
მისი თქმით, დასავლეთს ესმის თურქეთის პოზიცია სანქციებთან მიერთებაზე უარის შესახებ და „არაფერს ამბობს გეოპოლიტიკური მიზეზებით“.

„ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ხასიათისაა, რომ სანქციების დაწესება უფრო მეტ ზიანს თურქეთის ეკონომიკას მიაყენებს, ვიდრე რუსეთსას. ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა Haberturk-თან საუბრისას.

როგორც ქალინმა განაცხადა, ანკარა მოსკოვთან დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს.
„ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული ურთიერთობა რუსეთთან. ვინაიდან ჩვენ დამოკიდებული ვართ ენერგიის უცხოურ წყაროებზე, რუსეთთან ურთიერთობას ისე ვავითარებთ, როგორც ირანთან“, — აღნიშნა მან.
დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას „სამხედრო ოპერაციის“ საპასუხოდ. ამ დროისათვის ევროკავშირი სანქციების მეშვიდე პაკეტს განიხილავს. გერმანიაში G7-ის სამიტზე ასევე იგეგმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების განხილვა.
წყარო: Haberturk
ყველა ახალი ამბავი
0