მადის დაქვეითების 7 წერტილი თქვენს სხეულზე: ექიმი გირჩევთ

© Pixabay / geraltადამიანის ანატომია
ადამიანის ანატომია - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მადის დასაქვეითებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ალტერნატიული მიდგომა, რომელიც აკუპუნქტურაზე, ძველ ჩინურ სამკურნალო ტექნიკაზეა დაფუძნებული, და რომელიც ადამიანის სხეულის გარკვეულ წერტილებზე სწორ ზემოქმედებას მოიაზრებს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკური ფსიქოლოგი და ჰიპნოლოგი დენის დოლგოვი.
მისი თქმით, ამ ტექნიკის ერთ-ერთი სახეობაა აკუპრესურა, რომლის დროსაც, აკუპუნქტურისგან განსხვავებით, სპეციალური ნემსები არ გამოიყენება — წერტილებზე ზეწოლა ხორციელდება ხელების, იდაყვის ან სხვა ინსტრუმენტების დახმარებით.
ექიმის თქმით, სულ ადამიანის სხეულზე მადის დაქვეითების შვიდი წერტილია. ესენია:
მადის კონტროლის წერტილი — მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები ქვედა ყბის ზედა ნაწილში (ყურების წინ) და რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ პირი. ყბის მოძრაობა თითებით უნდა იგრძნოთ. მოძებნეთ ადგილი, სადაც ეს მოძრაობა ყველაზე კარგად იგრძნობა. ეს იქნება მადის კონტროლის წერტილი. შემდეგ მოკიდეთ ეს ორი თითი ამ წერტილში მდებარე კანს და მოსრისეთ თითებს შორის სამი წუთის განმავლობაში.
ყურის ბიბილო — მადის კონტროლის კიდევ ერთი წერტილი ყურის ბიბილოზეა. ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ამ წერტილის მასაჟი დაგეხმარებათ მადისა და შიმშილის გრძნობის დაქვეითებაში.
მუხლი — დაჯექით და ფეხი ფეხზე გადიდეთ. დაიდეთ მარჯვენა ხელის ოთხი თითი ჰორიზონტალურად ზემოდან მოქცეულ ფეხზე, მუხლის „ქუდს“ ოდნავ ქვემოთ. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით მოძებნეთ კუჭის წერტილი, რომელიც თქვენი მარჯვენა ხელის ნეკის ქვემოთ მოჰყვება. დაიზილეთ ეს წერტილი სამი წუთის განმავლობაში.
ზედა ტუჩი — მადის დათრგუნვის ერთ-ერთი მთავარი წერტილი ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის მდებარეობს. მოათავსეთ ცერა თითი ზედა ტუჩის ქვეშ, ხოლო საჩვენებელი თითი გარედან დაიდეთ. დაიზილეთ წერტილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცოტა დაწოლით. ეს მნიშვნელოვნად აქვეითებს მადას.
წვივი — განსაზღვრეთ წვივის ყველაზე მოცულობითი ნაწილი, დაიდეთ ზედ შუა თითი და დაიწყეთ ამ წერტილის მასაჟი საშუალო ზეწოლით.
ფოსო მუხლის ქვეშ — ეს წერტილი ასევე უწყობს ხელს მადის დაქვეითებას. მისი მასაჟი შეუმჩნევლადაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც ისეთ ადგილზე იმყოფებით, სადაც ყურის ან სახის წერტილების მასაჟი მიუღებელია.
ხელისგულები — დაიზილეთ ხელისგულის ყველაზე სქელი ნაწილი. ეს მადას დაგიქვეითებთ და წონის გაკონტროლების საშუალებას მოგცემთ.

„როგორ მუშაობს ეს ყველაფერი — ამის მკაფიო ახსნა თანამედროვე მეცნიერებას არ აქვს. არსებობს ბევრი ბუნდოვანი ჰიპოთეზა, თუმცა ის, რომ ზემოაღნიშნული მეთოდები ეფექტურია, ეს უდავო ფაქტია. ჩემი კლიენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ასეთი ზემოქმედებით მადა მნიშვნელოვნად უქვეითდებათ“, — წერს ექიმი.

მანამდე იაპონელმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სხვადასხვა ორგანოს ტკივილის დასაამებლად ან, ვთქვათ, მადის გასაქრობად, გარკვეული წერტილების მასაჟი სრულიად საკმარისია. მთავარია იცოდეთ – რომელ წერტილზე როგორ და რა დროს უნდა გაიკეთოთ მასაჟი.
ყველა ახალი ამბავი
0