იაპონელები ირწმუნებიან, რომ სხვადასხვა ორგანოს ტკივილის დასაამებლად ან, ვთქვათ, მადის გასაქრობად ამ წერტილებზე ნემსებით ზემოქმედება (აკუპუნქტურა) სულაც არ არის აუცილებელი. ირკვევა, რომ საამისოდ მასაჟიც სრულიად საკმარისია. მთავარია იცოდეთ – რომელ წერტილზე როგორ და რა დროს უნდა გაიკეთოთ მასაჟი.
მასაჟი მადის დასაქვეითებლად – იმისათვის, რომ ბევრი არ ჭამოთ და არ გასუქდეთ, აუცილებელია, რომ ჭამის წინ ნეკა თითის წვერი (მისი ყველაზე ზედა წერტილი) საგულდაგულოდ დაიზილოთ.
მამაკაცებმა და ქალებმა ეს პროცედურა სხვადასხვაგვარად უნდა ჩაიტარონ.
- ქალებმა ნეკა თითის მასაჟი შუადღემდე საათის ისრის მიმართულებით, წრიულად უნდა იზილონ, შუადღის შემდეგ კი – ისრის საწინააღმდეგოდ.
- მამაკაცებმა ეს პროცედურა პირიქით უნდა ჩაატარონ, ანუ შუადღემდე საათის ისრის საწინააღმდეგოდ, მერე კი – ისრის მიმართულებით.
მასაჟი ღვიძლის სამკურნალოდ – ღვიძლის მუშაობაზე პასუხს აგებს საჩვენებელი თითი. მისი ყოველდღიური მასაჟი ღვიძლის ნორმალურად მუშაობას უწყობს ხელს. დაიზილეთ თითი მთელ სიგრძეზე, ოღონდ თითის წვერზე მაინც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩაატაროთ შემდეგი სახის ვარჯიშიც: გადააჭდეთ ერთმანეთს ორივე ხელის საჩვენებელი თითები მკერდის სიმაღლეზე, მერე კი მძლავრად გაჭიმეთ ხელები, თითქოს თითების გაშვება გინდოდეთ. ამასთან, ჩასუნთქვისას დაჭიმეთ კუნთები, ხოლო ამოსუნთქვისას – მოადუნეთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში დღეში რამდენჯერმე და თქვენი ღვიძლი არაჩვეულებრივად გააქტიურდება.
მასაჟი სურდოს დროს – სურდოს დაძლევაში ცერა თითის ბოლოში მდებარე აქტიური წერტილის მასაჟი დაგეხმარებათ. დააჭირეთ თითი აღნიშნულ წერტილს, შეიგრძენით ტკივილი. შემდეგ დაიდეთ წერტილზე წიწიბურის მარცვალი და დაიმაგრეთ პლასტირით. დროდადრო დააჭირეთ თითი მარცვალს და იგრძნობთ, როგორ გეხსნებათ სუნთქვა.
მასაჟი მუხლების ტკივილისას – ფეხებზე შუა და არათითი ახდენს გავლენას. ამიტომ, თუ ტკივილი იგრძენით, ხელის ამ თითების შუა სახსრებზე პლასტირით მიიკარით სტაფილოს, პომიდვრის ან წითელი წიწაკის თესლი. შემდეგ კი დრო და დრო წრიული მასაჟი გაიკეთეთ ამ წერტილებზე. ნახავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ ტკივილი.
მასაჟი სტრესის მოსახსნელად – იმისათვის, რომ დაძაბულობა და სტრესი მოიხსნათ, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით მასაჟი გაუკეთეთ მარცხენა ხელის ნეკს – წრიული მოძრაობით დაჰყევით თითს წვერიდან ძირამდე. ეს პროცედურა ნერვებსაც დაგიმშვიდებთ და გაგამხნევებთ კიდეც.