https://sputnik-georgia.com/20220626/walenjixasi-stiqias-ebrzvoan-movardnilma-wyalma-soflebi-daazarala-267891852.html
წალენჯიხაში სტიქიას ებრძვიან: მოვარდნილმა წყალმა სოფლები დააზარალა
წალენჯიხაში სტიქიას ებრძვიან: მოვარდნილმა წყალმა სოფლები დააზარალა
Sputnik საქართველო
სამეგრელოს რეგიონში უკვე მეხუთე დღეა გადაუღებლად წვიმს.
2022-06-26T14:23+0400
2022-06-26T14:23+0400
2022-06-26T20:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
ამინდი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267753533_0:211:2048:1363_1920x0_80_0_0_ee6bc16babcee0e61adc6c03bf48b148.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა და მეწყერმა დააზიანა მედანის თემის სოფელ ლარაში მიქავების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მოსახლის თხილნარში გაჩნდა ღრმულები, დაიმეწყრა ორ ჰექტრამდე მიწა, უვარგისი გახდა სასმელი წყალიც.გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანდა შიდა საუბნო გზები, ხიდბოგირები, ნაპირდამცავი გაბიონები, დაიტბორა სავარგულები.მდგომარეობის შესწავლის მიზნით ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა.სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან: რატომ დაიკეტა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი >>დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267753533_34:190:1598:1363_1920x0_80_0_0_c2026babc36bd924952f9fb1652fc784.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წალენჯიხა სტიქია ბრძოლა წყალი სოფლები ზარალი მედანი
წალენჯიხა სტიქია ბრძოლა წყალი სოფლები ზარალი მედანი
წალენჯიხაში სტიქიას ებრძვიან: მოვარდნილმა წყალმა სოფლები დააზარალა
14:23 26.06.2022 (განახლებულია: 20:05 26.06.2022) სამეგრელოს რეგიონში უკვე მეხუთე დღეა გადაუღებლად წვიმს.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა და მეწყერმა დააზიანა მედანის თემის სოფელ ლარაში მიქავების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მოსახლის თხილნარში გაჩნდა ღრმულები, დაიმეწყრა ორ ჰექტრამდე მიწა, უვარგისი გახდა სასმელი წყალიც.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანდა შიდა საუბნო გზები, ხიდბოგირები, ნაპირდამცავი გაბიონები, დაიტბორა სავარგულები.
მდგომარეობის შესწავლის მიზნით ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა.
დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.