https://sputnik-georgia.com/20220624/stiqia-samegrelo-botanikuri-bari-267795675.html
სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან: რატომ დაიკეტა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან: რატომ დაიკეტა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
Sputnik საქართველო
მოქალაქეების უსაფრთოების მიზნით ამჟამად ბოტანიკურ ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T11:39+0400
2022-06-24T11:39+0400
2022-06-24T17:21+0400
ამინდი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267788405_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_5bffd55f4aba3850f442f097d914bd44.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დააზიანა. ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, წაქცეულია ხეები, შედეგად რამდენიმე ადგილზე დაზიანდა და გაირღვა ბოტანკური ბაღის ღობე; აგრეთვე დაზიანებულია განათებები. ამასთან, ბაღში არსებულმა სადრენაჟე სისტემამ ვერ უზრუნველყო უხვი ნალექის გადინება და დაიტბორა ბოტანიკური ბაღის ნაწილი.ბოტანიკურ ბაღში უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ჯგუფები და მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის იერსახის მოწერიგება. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.სამეგრელოს რეგიონში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.სტიქიამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა>>დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. ნალექმა ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. განადგურებულია ნარგავები, დახოცილია ფრინველი და საქონელი.რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა.ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267788405_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_75f08988ee342c7bccb5d03f5dcb8b90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან: რატომ დაიკეტა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
11:39 24.06.2022 (განახლებულია: 17:21 24.06.2022) მოქალაქეების უსაფრთოების მიზნით ამჟამად ბოტანიკურ ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დააზიანა. ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წაქცეულია ხეები, შედეგად რამდენიმე ადგილზე დაზიანდა და გაირღვა ბოტანკური ბაღის ღობე; აგრეთვე დაზიანებულია განათებები. ამასთან, ბაღში არსებულმა სადრენაჟე სისტემამ ვერ უზრუნველყო უხვი ნალექის გადინება და დაიტბორა ბოტანიკური ბაღის ნაწილი.
ბოტანიკურ ბაღში უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ჯგუფები და მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის იერსახის მოწერიგება. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
სამეგრელოს რეგიონში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.
დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. ნალექმა ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. განადგურებულია ნარგავები, დახოცილია ფრინველი და საქონელი.
რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა.
ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.