სტიქიამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა

© courtesy of Administration of Samegrelo-Zemo Svaneti Region უამინდობა სამეგრელოში
უამინდობა სამეგრელოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები, დაიტბორა სოფლები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა სენაკის მუნიციპალიტეტი. წყალმოვარდნების შედეგად სენაკის ცენტრში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. ნალექმა ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა.
გარდა სენაკისა, ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებშიც.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშიც. უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ჩამოშლილმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე და გადაკეტა მოძრაობა სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისათვის გზა უკვე გახსნილია, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.
უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზიანდა. უკვე შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია.
სტიქია რაჭაში: ამბროლაურის რაიონში ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა>>
სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთშიც. ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული სრულად დაიტბორა. ადგილობროვების განცხადებით, ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
ძლიერი წვიმის შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტეში სოფლების უმეტესობა დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ტყიბული-ორპირის მაგისტრალზე, სოფელ კურსებში მოვარდნილი ღვარცოფის გამო ოთხი ადამიანი ხმელეთს მოწყდა და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო. ხეების წაქცევის გამო სოფელ ჭყებში ცენტრალური გზა ჩაიკეტა.
სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე სპეციალური სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0