https://sputnik-georgia.com/20220626/tbilisis-lokomotivi-niderlandelma-specialistma-caibara-267881967.html
თბილისის „ლოკომოტივი“ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჩაიბარა
თბილისის „ლოკომოტივი“ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჩაიბარა
Sputnik საქართველო
ამ სეზონზე გუნდმა ქომაგებს გული ატკინა - 18 ტურის შემდეგ ბოლო ადგილი ჩემპიონატში
2022-06-26T12:00+0400
2022-06-26T12:00+0400
2022-06-26T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267881043_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7197671dc5d556818e8f7cddd7bfd41e.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ (თბილისი) ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვან ლოენი დანიშნა.„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ორიოდე დღის წინ დატოვა ალექსანდრე ინწკირველმა. მისი გადაწყვეტილება „ლოკომოტივის“ წარუმატებელ თამაშს უკავშირდება. ამ სეზონზე გუნდმა ქომაგებს გული ატკინა - 18 ტურის შემდეგ ბოლო ადგილი ჩემპიონატში. ბოლო ხუთ მატჩში „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს ოთხი წაგება ჰქონდათ.ჯონ ვან ლოენი 57 წლისაა. თამაშობდა „უტრეხტში“, „როდაში“, „ანდერლეხტში“, „აიაქსში“, „ფეიენოორდში“, „სანფრეჩ ჰიროსიმაში“, „უტრეხტში“, „აპოელში“.1985-1990 წლებში იყო ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ითამაშა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იყო 1990 წელს იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის >>ჯონ ვან ლოენმა სამწვრთნელო კარიერა უტრეხტი U21-შ დაიწყო, მერე იყო მთავარი გუნდის მწვრთნელის ასისტენტი, ასევე მუშაობდა „როდაში“, როტერდამის „სპარტაში“, „ყარაბაღში“, ბოლოს კი „აიზელშტეინს“ ავარჯიშებდა.კვირას თბილისის „ლოკომოტივი“ პირველ მატჩს ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს და წინა ტურში „სიონთან“ მარცხის შემდეგ (1:5) გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267881043_167:0:1987:1365_1920x0_80_0_0_a0c8b7bb7f0ccd22be95ccf77ac56b8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი „ლოკომოტივი“ ნიდერლანდები სპეციალისტი ჯონ ვან ლოენი
თბილისი „ლოკომოტივი“ ნიდერლანდები სპეციალისტი ჯონ ვან ლოენი
თბილისის „ლოკომოტივი“ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჩაიბარა
ამ სეზონზე გუნდმა ქომაგებს გული ატკინა - 18 ტურის შემდეგ ბოლო ადგილი ჩემპიონატში
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ (თბილისი) ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვან ლოენი დანიშნა.
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ორიოდე დღის წინ დატოვა ალექსანდრე ინწკირველმა. მისი გადაწყვეტილება „ლოკომოტივის“ წარუმატებელ თამაშს უკავშირდება. ამ სეზონზე გუნდმა ქომაგებს გული ატკინა - 18 ტურის შემდეგ ბოლო ადგილი ჩემპიონატში. ბოლო ხუთ მატჩში „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს ოთხი წაგება ჰქონდათ.
ჯონ ვან ლოენი 57 წლისაა. თამაშობდა „უტრეხტში“, „როდაში“, „ანდერლეხტში“, „აიაქსში“, „ფეიენოორდში“, „სანფრეჩ ჰიროსიმაში“, „უტრეხტში“, „აპოელში“.
1985-1990 წლებში იყო ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ითამაშა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იყო 1990 წელს იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
ჯონ ვან ლოენმა სამწვრთნელო კარიერა უტრეხტი U21-შ დაიწყო, მერე იყო მთავარი გუნდის მწვრთნელის ასისტენტი, ასევე მუშაობდა „როდაში“, როტერდამის „სპარტაში“, „ყარაბაღში“, ბოლოს კი „აიზელშტეინს“ ავარჯიშებდა.
კვირას თბილისის „ლოკომოტივი“ პირველ მატჩს ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს და წინა ტურში „სიონთან“ მარცხის შემდეგ (1:5) გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება.