https://sputnik-georgia.com/20220620/tbilisis-dinamosgiorgi-wiabrisvili-gawvrtnis-267629760.html
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის
Sputnik საქართველო
გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად დედაქალაქის კლუბში მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძეც მივიდა. 42 წლის მწვთნელმა „დინამოსთან“ 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 20.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-20T12:37+0400
2022-06-20T12:37+0400
2022-06-20T16:52+0400
სპორტი
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/12/249484975_0:119:3217:1929_1920x0_80_0_0_58449808dfc7bbde8953a42501bceece.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციამ დაადასტურა.42 წლის ქართველ სპეციალისტსა და თბილისის „დინამოს“ შორის 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ჭიაბრიშვილის ასისტენტი კი გიორგი დეკანოსიძე იქნება. როგორც ახალგაზრდა მწვრთნელმა აღნიშნა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გაწვრთნა დიდი პასუხისმგებლობაა, მიზანი კი თითოეულ მატჩში გამარჯვებაა.აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 18 ივნისს დატოვა კახა ცხადაძემ. 53 წლის სპეციალისტთან ერთად კლუბი დატოვეს მისმა ასისტენტებმა გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც. ცხადაძემ თბილისურ გუნდს ბოლოს წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრაში უხელმძღვანელა, სადაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი 1:2 დამარცხდა.რაც შეეხება გიორგი ჭიაბრიშვილს, მან სამწვრთნელო კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, შემდეგ კი თბილისის „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ წვრთნიდა. ჭიაბრიშვილმა „ზესტაფონთან“ და „საბურთალოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა თითოჯერ მოიპოვა, ხოლო 2019 წელს თბილისურ კლუბ „საბურთალოს“ საქართველოს თასიც მოაგებინა. გარდა ამისა, ჭიაბრიშვილს კარგი შედეგები ჰქონდა „ლოკომოტივში“, როდესაც ევროპა ლიგაზე რუმინული „კრაიოვასა“ და მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება შეძლო.თბილისის „დინამო“ ეროვნულ ლიგაში 17 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 6 ქულით ჩამორჩება. გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი დღეს, 20 ივნისს „გაგრასთან" შეხვედრაში შედგება, ივლისში კი თბილისელებს კონფერენს ლიგაზე ესტონურ „პაიდესთან“ მოუწევთ დაპირისპირება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/12/249484975_243:0:2974:2048_1920x0_80_0_0_89b8bde61b1b30d7533ffb0e1633097b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის
12:37 20.06.2022 (განახლებულია: 16:52 20.06.2022) გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად დედაქალაქის კლუბში მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძეც მივიდა. 42 წლის მწვთნელმა „დინამოსთან“ 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
42 წლის ქართველ სპეციალისტსა და თბილისის „დინამოს“ შორის 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ჭიაბრიშვილის ასისტენტი კი გიორგი დეკანოსიძე იქნება.
როგორც ახალგაზრდა მწვრთნელმა აღნიშნა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გაწვრთნა დიდი პასუხისმგებლობაა, მიზანი კი თითოეულ მატჩში გამარჯვებაა.
„ბედნიერი ვარ. ძალიან კარგი გარემო დამხვდა და აქ მუშაობა ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლოც. მთავარია, რომ „დინამომ" თავისი თამაში აჩვენოს და ვეცდებით, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ, რომ ლამაზი, ლაღი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი ერთია – მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავიდეთ“, – თქვა ჭიაბრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 18 ივნისს დატოვა კახა ცხადაძემ. 53 წლის სპეციალისტთან ერთად კლუბი დატოვეს მისმა ასისტენტებმა გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც. ცხადაძემ თბილისურ გუნდს ბოლოს წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრაში უხელმძღვანელა, სადაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი 1:2 დამარცხდა.
რაც შეეხება გიორგი ჭიაბრიშვილს, მან სამწვრთნელო კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, შემდეგ კი თბილისის „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ წვრთნიდა. ჭიაბრიშვილმა „ზესტაფონთან“ და „საბურთალოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა თითოჯერ მოიპოვა, ხოლო 2019 წელს თბილისურ კლუბ „საბურთალოს“ საქართველოს თასიც მოაგებინა.
გარდა ამისა, ჭიაბრიშვილს კარგი შედეგები ჰქონდა „ლოკომოტივში“, როდესაც ევროპა ლიგაზე რუმინული „კრაიოვასა“ და მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება შეძლო.
თბილისის „დინამო“ ეროვნულ ლიგაში 17 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 6 ქულით ჩამორჩება. გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი დღეს, 20 ივნისს „გაგრასთან" შეხვედრაში შედგება, ივლისში კი თბილისელებს კონფერენს ლიგაზე ესტონურ „პაიდესთან“ მოუწევთ დაპირისპირება.