https://sputnik-georgia.com/20220626/silk-road-group-mokluli-levan-kawaravas-ojaxs-samzimars-ucxadebs-267894366.html
Silk Road Group მოკლული ლევან კაჭარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს
Silk Road Group მოკლული ლევან კაჭარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს
Sputnik საქართველო
კაჭარავა 24 ივნისს თბილისში, ბაგები-წყნეთის გზაზე საკუთარ მანქანაში მოკლეს.
2022-06-26T17:56+0400
2022-06-26T17:56+0400
2022-06-26T17:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811339_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ecb69d6e7f5916c3f2ed3687b20b053e.jpg
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საინვესტიციო კომპანია Silk Road Group უსამძიმრებს მოკლული ბიზნესმენის, ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან კაჭარავას ოჯახს და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან.კაჭარავა საკუთარ ავტომობილში ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე 24 ივნისს ჩაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, მას 20 ტყვია ესროლეს. მსროლელის ძებნა გრძელდება.საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, 2006 წლიდან ლევან კაჭარავამ თავისი წარმატებული საქმიანობა „სილქ როუდ ჯგუფისგან“ დამოუკიდებლად გააგრძელა.„ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალგაზრდა პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, რომელიც კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი იყო.ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა: ახალი ვერსიები >>ამ ვერსიით, კაჭარავა კანონიერი ქურდი „დათო ტბილისსკის“ დაახლოებული პირი იყო და მან კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ერევანში გამგზავრება დააფინანსა, სადაც ისინი კანონიერი ქურდის ვაჟებს შეხვდნენ.მედიის ვერსიით, ნიკო კვარაცხელიას „დათო ტბილისსკის“ მკვლელობასთან არის დაკავშირებული. და თითქოს „დათო ტბილისსკის“ შვილებმა ნიკოს მკვლელობის დაკვეთით გია კვარაცხელიას შურისძიება განიზრახეს.Silk Road Group — საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესო კერძო კომპანიაა, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ოთხ ძირითად სექტორში ოპერირებს: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.წყარო - Silk Road Group
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811339_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_93bea859e650f248f292ebec5a298f1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
silk road group ლევან კაჭარავა ოჯახი სამძიმარი
silk road group ლევან კაჭარავა ოჯახი სამძიმარი
Silk Road Group მოკლული ლევან კაჭარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს
17:56 26.06.2022 (განახლებულია: 17:57 26.06.2022) კაჭარავა 24 ივნისს თბილისში, ბაგები-წყნეთის გზაზე საკუთარ მანქანაში მოკლეს.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საინვესტიციო კომპანია Silk Road Group უსამძიმრებს მოკლული ბიზნესმენის, ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან კაჭარავას ოჯახს და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან.
კაჭარავა საკუთარ ავტომობილში ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე 24 ივნისს ჩაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, მას 20 ტყვია ესროლეს. მსროლელის ძებნა გრძელდება.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, 2006 წლიდან ლევან კაჭარავამ თავისი წარმატებული საქმიანობა „სილქ როუდ ჯგუფისგან“ დამოუკიდებლად გააგრძელა.
„ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალგაზრდა პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, რომელიც კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი იყო.
ამ ვერსიით, კაჭარავა კანონიერი ქურდი „დათო ტბილისსკის“ დაახლოებული პირი იყო და მან კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ერევანში გამგზავრება დააფინანსა, სადაც ისინი კანონიერი ქურდის ვაჟებს შეხვდნენ.
მედიის ვერსიით, ნიკო კვარაცხელიას „დათო ტბილისსკის“ მკვლელობასთან არის დაკავშირებული. და თითქოს „დათო ტბილისსკის“ შვილებმა ნიკოს მკვლელობის დაკვეთით გია კვარაცხელიას შურისძიება განიზრახეს.
Silk Road Group — საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესო კერძო კომპანიაა, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ოთხ ძირითად სექტორში ოპერირებს: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.