დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ივნისი

© Pixabay / Buddy_Nathვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 26 ივნისია, კვირა. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას. ის დღეს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. შესაფერისი დღეა ისეთი საქმეებისთვის, სადაც დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივნისი>>
ვერძი: სჯობს, დღე მნიშვნელოვანი საქმეებით არ დაიწყოთ. დრო დაგჭირდებათ გონების მოსაკრებად. ამასთან, გარშემომყოფებთან შეთანხმებები უფრო ადვილი იქნება ნაშუადღევს. დღის მეორე ნახევარში თქვენი იდეების განხორციელებაში სხვებიც დაგეხმარებიან. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით
კურო: დღეს თქვენს მოსაზრებებს ისინიც კი ყურადღებით მოუსმენენ, ვისაც, ჩვეულებრივ, მხოლოდ საკუთარი აზრი აინტერესებს, ამიტომ განიხილეთ მნიშვნელოვანი თემები, მიეცით რჩევები ახლობლებს. კარგი დღეა ასევე გეგმების დასაწყობად. ადვილად მიხვდებით, როგორ განვითარდება მოვლენები, სწორად შეაფასებთ საკუთარ ძალებს.
ტყუპი: არცთუ ხელსაყრელი დღეა სამუშაოზე ან ფულთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის. ემოციური ფონი დაძაბულია. თუ პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ, დღე სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაივლის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრის ან რომანტიკული პაემნისთვის.
კირჩხიბი: დღე მსუბუქად დაიწყება. საქმიანობისთვის კარგი დროა. პირველ წარმატებებს მალე მიაღწევთ. წინსვლა იქნება პირად ცხოვრებაშიც – ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები ჰარმონიული გახდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის ან საჩუქრების მიღება. საყიდლებზე წასვლა იღბლიანი აღმოჩნდება.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
ლომი: იყავით ყურადღების ცენტრში – ეს ძალიან წაგადგებათ. გაუზიარეთ თქვენი იდეები თანამოაზრეებს. ისინი შემოგთავაზებენ დახმარებას, მოგცემენ სასარგებლო რჩევებს. დღის მეორე ნახევარში მოაწესრიგეთ სახლი, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები. ზოგიერთმა შეიძლება დაკარგული ნივთი იპოვოს, რაც ძალიან გაუხარდება.
ქალწული: კარგი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. შეძლებთ შეთანხმებას. დაძაბული ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, ეს მძაფრ და სასიამოვნო ემოციებს მოიტანს. არაა გამორიცხული მოულოდნელად თანხის მიღება.
სასწორი: ნებისმიერ საქმნეს სერიოზულად მოეკიდეთ. სირთულე შეიძლება გაჩნდეს იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით. ყურადღების წყალობით ყველაფერს გაუმკლავდებით და საჭირო შედეგებს მიიღებთ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან არის რისკი, რომ თანხა უყაირათოდ დახარჯოთ.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
მორიელი: დღე მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ხელსაყრელი დროა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. გექნებათ დრო, რომ რამე საინტერესო გააკეთოთ. ბევრი თქვენგანი შეძლებს გაერკვეს რთულ საკითხებში, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ სასიამოვნო სიახლეები, საინტერესო წინადადებები.
მშვილდოსანი: თამამად შეეჭიდეთ ახალ საქმეებს, თუნდაც რთული გეჩვენებოდეთ ისინი. მოსალოდნელია წარმატებების მიღწევა. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს დაუდებს სათავეს. დღეს ადვილად იპოვით საერთო ენას განსხვავებული ტიპის ადამიანებთან. შესაძლებელია თანხის მიღება.
თხის რქა: დღე შეიძლება საკმაოდ დაძაბულად დაიწყოს. არაა გამორიცხული, რომ მოგიწიოთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, სხვის გამო შექმნილი პრობლემების გადაჭრა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე მომძლავრდება. დღის მეორე ნახევარში ვითარება იღბლიანად აეწყობა. მიაღწევთ შესანიშნავ შედეგებს.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
მერწყული: ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი შესაძლებლობები და არის რისკი, რომ უმნიშვნელო საკითხებზე ფიქრის გამო ისინი ვერ შეამჩნიოთ. მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, ვინც გიგებთ და მხარს გიჭერთ. მათთან ურთიერთობების წყალობით თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.
თევზები: ძალზე ხელსაყრელი დღეა საქმიანობისთვის. თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, ბევრს მიაღწევთ. მზად იყავით იმპროვიზაციებისთვის. დიდი ალბათობით, გამოცდილი მეთობით მოქმედება არაეფექტური იქნება. კარგი დღეა ძველ ნაცნობებთან შესახვედრად. გექნებათ ბევრი საინტერესო სასაუბრო თემა, შესაძლოა, საერთო გეგმებიც გაჩნდეს.
ყველა ახალი ამბავი
0