ყაზახეთის მედია აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემებს მოამზადებს

© Tourist portal of Adjaraუცხოელი ჟურნალისტები აჭარაში
უცხოელი ჟურნალისტები აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
ყაზახეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასი მოექცა.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ინფლუენსერები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მედიატურები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული. Forbes-ის, Selfie Travel-ის, TV31-ის წარმომადგენლებმა ბლოგერებთან ერთად უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე, არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმები.
გარდა ამისა, მედიატურის ფარგლებში მტირალას ეროვნული პარკის დალაშქვრა, გონიოს ციხის, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულება, ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებაც იგეგმება.
პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე აჭარული სამზარეულო წარადგინეს >>
საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა.
უწყების ინფორმაციით, აჭარაში პრეს-ტურები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
წყარო - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0