https://sputnik-georgia.com/20220624/polonetis-kulinariul-festivalze-awaruli-samzareulo-waradgines-267813976.html
პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე აჭარული სამზარეულო წარადგინეს
პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე აჭარული სამზარეულო წარადგინეს
Sputnik საქართველო
ფესტივალის სტუმრებს ქართული კერძების, ღვინისა და ნუგბარის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T13:52+0400
2022-06-24T13:52+0400
2022-06-24T18:16+0400
საქართველო
აჭარა
ახალი ამბები
პოლონეთი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23350/50/233505001_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_dc18a193bf1083922852179de7746c49.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. აჭარული სამზარეულო პოლონეთში, კულინარიულ ფესტივალზე Fortress of Tastes იყო წარდგენილი. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, ქალაქ ვროცლავთან ახლოს, ჩოჰას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართული ფესტივალის სტუმრებს კერძების, ღვინისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების პარალელურად ქართულ ფოლკლორ შოუზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ.ფესტივალზე რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართველ შეფმზარეულებთან და ტურისტული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად წარადგინა.ჩოჰას კულინარიული ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა, ხოლო აჭარის რეგიონი მასში პირველად იღებდა მონაწილეობას.ფესტივალს 15.000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის იყვნენ ტურისტები პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან – გერმანიიდან და ჩეხეთიდან.ფესტივალზე განსაკუთრებული პოპულარულობით შუა საუკუნეების დროინდელი რეცეპტებით დამზადებული კერძები და სასმელები სარგებლობდა.
საქართველო
აჭარა
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23350/50/233505001_56:0:944:666_1920x0_80_0_0_a8151f32483282e3e611e9012b147402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ახალი ამბები, პოლონეთი , ტურიზმი საქართველოში
საქართველო, აჭარა , ახალი ამბები, პოლონეთი , ტურიზმი საქართველოში
პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე აჭარული სამზარეულო წარადგინეს
13:52 24.06.2022 (განახლებულია: 18:16 24.06.2022) ფესტივალის სტუმრებს ქართული კერძების, ღვინისა და ნუგბარის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. აჭარული სამზარეულო პოლონეთში, კულინარიულ ფესტივალზე Fortress of Tastes იყო წარდგენილი. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალაქ ვროცლავთან ახლოს, ჩოჰას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართული ფესტივალის სტუმრებს კერძების, ღვინისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების პარალელურად ქართულ ფოლკლორ შოუზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ.
ფესტივალზე რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართველ შეფმზარეულებთან და ტურისტული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად წარადგინა.
„კულინარიულ ფესტივალში მონაწილეობით ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო პოლონეთში, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩოჰას კულინარიული ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა, ხოლო აჭარის რეგიონი მასში პირველად იღებდა მონაწილეობას.
ფესტივალს 15.000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის იყვნენ ტურისტები პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან – გერმანიიდან და ჩეხეთიდან.
ფესტივალზე განსაკუთრებული პოპულარულობით შუა საუკუნეების დროინდელი რეცეპტებით დამზადებული კერძები და სასმელები სარგებლობდა.