საქართველოში ბრალდებული პირი გათავისუფლებას გირაოს შეტანამდე შეძლებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გადახდამდე გათავისუფლების აკრძალვა ადამიანის თავისუფლების უფლებას ზღუდავს
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა.
სასამართლომ აღიარა, რომ არსებული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სტატიას, რომელიც ადამიანის თავისუფლების არათანაზომიერ შეზღუდვას კრძალავს (საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტი).
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.
სასამართლომ განმარტა, რომ რიგ შემთხვევებში გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლების აკრძალვა ზედმეტად ზღუდავს ადამიანის თავისუფლების უფლებას, როდესაც ამის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
საპროცესო კოდექსის სადავო ნორმა ძალადაკარგულად მიიჩნევა „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გამოქვეყნების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0