https://sputnik-georgia.com/20220625/ratom-ar-misces-saqartvelos-kandidatis-statusi-eqsperti-rusetis-paqtorze-267854708.html
რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - ექსპერტი რუსეთის ფაქტორზე
რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - ექსპერტი რუსეთის ფაქტორზე
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქართველოს არაფერს აძლევს არც კანდიდატის სტატუსი, არც ევროპული პერსპექტივა, ფიქრობს ექსპერტი 25.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-25T10:30+0400
2022-06-25T10:30+0400
2022-06-25T10:30+0400
საქართველო
რუსეთი
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/90/239409082_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_a5758b0c890236fa7e5620a16f3eeac7.jpg
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს იმიტომ, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 23 ივნისს განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს. კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.ეს საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს არაფერს აძლევს არც კანდიდატის სტატუსი, არც ევროპული პერსპექტივა, დასძინა ექსპერტმა.„ამგვარად, ევროპას შეუძლია უთხრას რუსეთს - ჩვენ თქვენ არ გაღიზიანებთ. რუსეთის არგაღიზიანება იყო ევროპის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანა ბოლო პერიოდში. ისინი კიევშიც კი ჩავიდნენ ზელენსკისთან და უნდოდათ მისი დაყოლიება რუსეთისთვის მომგებიან პირობებზე. მაგრამ არ გამოვიდა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.საქართველოს პარლამენტი მზადაა შეასრულოს ევროკავშირის პირობები>>>ექსპერტის თქმით, იმავე პერიოდში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებაც, რომ მოლდოვა და უკრაინა ცალკე არიან, საქართველო კი ცალკე.„თუ ერთ შემთხვევაში ისინი მოქმედებდნენ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, რატომაა გამორიცხული, რომ მეორე შემთხვევაშიც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ. მით უფრო, რომ მაკრონმა საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად მოიხსენია. მაშინ როცა ეს უკანასკნელნი ფაქტობრივად რუსეთის სატელიტები არიან. ანუ საქართველო მათ რიცხვში მოიხსენიეს. ასეთია ევროპა“, - აღნიშნა მან.როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში ევროპა საქართველოს მიმართ სხვაგვარად არ მოქცეულა. ანალოგიურად იგი არ მოქცეულა სხვა ქვეყნების მიმართ.მისი სიტყვებით, სტატუსი თავისთავად არაფერს ნიშნავს. თურქეთი უკვე 30 წელია კანდიდატია, აღნიშნა ექსპერტმა.„სხვათა შორის, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია პოლიტიკური რეალობა. ამის მრავალი მიზეზი არსებობს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში - ეს გეოგრაფიაა, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. თურქეთის შემთხვევაში, რომელიც ძლიერი სახელმწიფოა, არის ის, რომ ევროპისთვის არ არის ხელსაყრელი კონკურენტის კიდევ უფრო გაძლიერება.„ასე რომ, ევროპა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ კი დავასკვენით, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს ჩვენი ინტერესების შესაბამისად. ეს არ გაკეთებულა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ხომ მეტად ვიმსახურებდით სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“, - აღნიშნა ექსპერტმა.დასავლეთის ინტერესები კავკასიაშითუ აშშ ევროპაზე ზეგავლენას მოახდენს, მაშინ საქართველოში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, ფიქრობს საყვარელიძე.„აშშ-ს აქვს ინტერესები, ეს არაერთხელ ითქვა და აშშ უკვე იყენებს საქართველოს, როგორც საყრდენ წერტილს. აშშ-ს თავისი ბიზნესი და პოლიტიკური ინტერესები აქვს მსოფლიოს ყველა წერტილში. ევროპას ინტერესი არსად აქვს, გარდა ევროპული სივრცისა. არც ევროპულ ქვეყნებს, არც მთელ გაერთიანებას არა აქვს ასეთი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკურად დიდი და ძლიერი გაერთიანებაა“, - განაცხადა ექსპერტმა.სანქციებიექსპერტი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ევროპის ინტერესების გაფართოებაზე კავკასიაში - ეს მასშტაბური პროექტების რეალიზაციაა.„შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ“: საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს მიმართა>>>„თუ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ანალოგიურ ან უფრო მასშტაბურ პროექტს წარადგენს და დარწმუნებული ვარ, ის ამას გააკეთებს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ყველა კომუნიკაცია კავკასიაში გადმოიტანა. ადრე ინდოეთი და ჩინეთი ტვირთს ევროპისკენ რუსეთის გავლით გზავნიდნენ. ახლა კავკასიის გავლით გაგზავნიან, რაც კავკასიას გააძლიერებს“, - აღნიშნა მან.საყვარელიძის თქმით, როდესაც საქართველოს წონა მოიმატებს, ევროპამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.„საქართველოსთან უკვე ფორმდება ხელშეკრულებები ტვირთების ტრანზიტის თაობაზე. უბრალოდ საქართველოს პოლიტიკოსებს არ სურთ რეალური პოლიტიკის დანახვა. ასე რომ, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს წლის ბოლომდე და ჩვენ გვითხრან, რომ ყველა პუნქტი შესრულებულია“, - აღნიშნა ექსპერტმა.პოლარიზაციის შემცირებასაქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ მან უნდა შეასრულოს პირობები - 12 პუნქტი, რომელთა შორის, პოლარიზაციის აღმოფხვრაა.ექსპერტის სიტყვებით, პოლარიზაცია მრავალპარტიული ცხოვრების თანმდევია და თუ ისინი თავად მოძებნიან წამალს პოლარიზაციის შესამცირებლად და გვეტყვიან, კარგი იქნება.„როდესაც ამას რეკომენდაციაში წერენ, როგორ შეძლებს საქართველო ამ ფაქტორის გამომუშავებას? რის ხარჯზე უნდა შემცირდეს პოლარიზაცია? თეორიულადაც კი ეს გაუგებარია. პრეტენზიების წაყენება მარტივია. თუმცა, ჩნდება კითხვა, ეს რამდენად რეალისტურია?“, - აღნიშნა ექსპერტმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/90/239409082_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_806052112fc2175d57cc7ce4c1d40509.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მოსაზრება
საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მოსაზრება
რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - ექსპერტი რუსეთის ფაქტორზე
ამ ეტაპზე საქართველოს არაფერს აძლევს არც კანდიდატის სტატუსი, არც ევროპული პერსპექტივა, ფიქრობს ექსპერტი
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს იმიტომ, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 23 ივნისს განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს. კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„მათ ეს მანევრი ჩაატარეს. მანევრი, რომელიც არაფრით ავალდებულებს ევროპას უკრაინის წინაშე. უკრაინა კიდევ დიდხანს იქნება კანდიდატის პოზაში. ჩვენ მიმართაც პერსპექტივაზე საუბრები არაფერს ნიშნავს“, - განუცხადა საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოს“.
ეს საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს არაფერს აძლევს არც კანდიდატის სტატუსი, არც ევროპული პერსპექტივა, დასძინა ექსპერტმა.
„ამგვარად, ევროპას შეუძლია უთხრას რუსეთს - ჩვენ თქვენ არ გაღიზიანებთ. რუსეთის არგაღიზიანება იყო ევროპის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანა ბოლო პერიოდში. ისინი კიევშიც კი ჩავიდნენ ზელენსკისთან და უნდოდათ მისი დაყოლიება რუსეთისთვის მომგებიან პირობებზე. მაგრამ არ გამოვიდა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
ექსპერტის თქმით, იმავე პერიოდში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებაც, რომ მოლდოვა და უკრაინა ცალკე არიან, საქართველო კი ცალკე.
„თუ ერთ შემთხვევაში ისინი მოქმედებდნენ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, რატომაა გამორიცხული, რომ მეორე შემთხვევაშიც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ. მით უფრო, რომ მაკრონმა საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად მოიხსენია. მაშინ როცა ეს უკანასკნელნი ფაქტობრივად რუსეთის სატელიტები არიან. ანუ საქართველო მათ რიცხვში მოიხსენიეს. ასეთია ევროპა“, - აღნიშნა მან.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში ევროპა საქართველოს მიმართ სხვაგვარად არ მოქცეულა. ანალოგიურად იგი არ მოქცეულა სხვა ქვეყნების მიმართ.
„მას არაფერი უნდა იქ, სადაც ინტერესი არ გააჩნია. ინგლისელებს ფორმულაც კი აქვთ: ინგლისს არ ჰყავს მეგობრები და მტრები - აქვს ინტერესები. ჩვენ კი არ ვფიქრობთ ინტერესებზე“, - თქვა საყვარელიძემ.
მისი სიტყვებით, სტატუსი თავისთავად არაფერს ნიშნავს. თურქეთი უკვე 30 წელია კანდიდატია, აღნიშნა ექსპერტმა.
„სხვათა შორის, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია პოლიტიკური რეალობა. ამის მრავალი მიზეზი არსებობს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში - ეს გეოგრაფიაა, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. თურქეთის შემთხვევაში, რომელიც ძლიერი სახელმწიფოა, არის ის, რომ ევროპისთვის არ არის ხელსაყრელი კონკურენტის კიდევ უფრო გაძლიერება.
„ასე რომ, ევროპა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ კი დავასკვენით, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს ჩვენი ინტერესების შესაბამისად. ეს არ გაკეთებულა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ხომ მეტად ვიმსახურებდით სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“, - აღნიშნა ექსპერტმა.
დასავლეთის ინტერესები კავკასიაში
თუ აშშ ევროპაზე ზეგავლენას მოახდენს, მაშინ საქართველოში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, ფიქრობს საყვარელიძე.
„აშშ-ს აქვს ინტერესები, ეს არაერთხელ ითქვა და აშშ უკვე იყენებს საქართველოს, როგორც საყრდენ წერტილს. აშშ-ს თავისი ბიზნესი და პოლიტიკური ინტერესები აქვს მსოფლიოს ყველა წერტილში. ევროპას ინტერესი არსად აქვს, გარდა ევროპული სივრცისა. არც ევროპულ ქვეყნებს, არც მთელ გაერთიანებას არა აქვს ასეთი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკურად დიდი და ძლიერი გაერთიანებაა“, - განაცხადა ექსპერტმა.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ევროპის ინტერესების გაფართოებაზე კავკასიაში - ეს მასშტაბური პროექტების რეალიზაციაა.
„თუ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ანალოგიურ ან უფრო მასშტაბურ პროექტს წარადგენს და დარწმუნებული ვარ, ის ამას გააკეთებს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ყველა კომუნიკაცია კავკასიაში გადმოიტანა. ადრე ინდოეთი და ჩინეთი ტვირთს ევროპისკენ რუსეთის გავლით გზავნიდნენ. ახლა კავკასიის გავლით გაგზავნიან, რაც კავკასიას გააძლიერებს“, - აღნიშნა მან.
საყვარელიძის თქმით, როდესაც საქართველოს წონა მოიმატებს, ევროპამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
„საქართველოსთან უკვე ფორმდება ხელშეკრულებები ტვირთების ტრანზიტის თაობაზე. უბრალოდ საქართველოს პოლიტიკოსებს არ სურთ რეალური პოლიტიკის დანახვა. ასე რომ, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს წლის ბოლომდე და ჩვენ გვითხრან, რომ ყველა პუნქტი შესრულებულია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ მან უნდა შეასრულოს პირობები - 12 პუნქტი, რომელთა შორის, პოლარიზაციის აღმოფხვრაა.
ექსპერტის სიტყვებით, პოლარიზაცია მრავალპარტიული ცხოვრების თანმდევია და თუ ისინი თავად მოძებნიან წამალს პოლარიზაციის შესამცირებლად და გვეტყვიან, კარგი იქნება.
„როდესაც ამას რეკომენდაციაში წერენ, როგორ შეძლებს საქართველო ამ ფაქტორის გამომუშავებას? რის ხარჯზე უნდა შემცირდეს პოლარიზაცია? თეორიულადაც კი ეს გაუგებარია. პრეტენზიების წაყენება მარტივია. თუმცა, ჩნდება კითხვა, ეს რამდენად რეალისტურია?“, - აღნიშნა ექსპერტმა.