ვინ გახდება წლის საუკეთესო მასწავლებელი: გამოვლინდა ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

© National Teacher Prizeმასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა, რომელიც განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
კონკურსი განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარეობს. კოალიციის ცნობით, გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით 15 ათასი ლარი გადაეცემა. დაჯილდოვდებიან საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრებიც.
2021 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. საუკეთესო პედაგოგის შესარჩევად კონკურსი საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება.
ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა>>
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.
ყველა ახალი ამბავი
0