თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდა

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი კორპუსები. თბილისი
საცხოვრებელი კორპუსები. თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.

„ძალიან მიხარია, რომ წარმატებული პროგრამაა, რომელიც გრძელდება. ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და ფართებით დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები თბილისში 2.500-მდე ოჯახს დაუკანონდა.
თბილისის მერმა ასევე მიმართა იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ და აღნიშნა, რომ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ თბილისის იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ.
მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს>>
გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა.
ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
ყველა ახალი ამბავი
0