https://sputnik-georgia.com/20220622/tbilisis-meria-usaxlkaroebs-binebs-gadascems-267727961.html
მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს
მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს
Sputnik საქართველო
თბილისში უსახლკაროს სტატუსით ამჟამად 400 ოჯახი სარგებლობს, მომდევნო წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართით ყველა მათგანი დაკმაყოფილდება. 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T15:44+0400
2022-06-22T15:44+0400
2022-06-22T21:16+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250523247_0:181:1920:1261_1920x0_80_0_0_54fb128551f41003b5299d9aa63968cd.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მერის თქმით, თბილისში უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს და მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. საცხოვრებელი ფართების შეძენა ამ ადამიანებისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ უსახლკაროს სტატუსის მისაღებად მოქალაქეებმა მათსავე რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ, სადაც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი აღნიშნული პროგრამის რეალიზებას ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250523247_0:1:1920:1441_1920x0_80_0_0_57c0d22a092797abb28583cc69b36653.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს
15:44 22.06.2022 (განახლებულია: 21:16 22.06.2022) თბილისში უსახლკაროს სტატუსით ამჟამად 400 ოჯახი სარგებლობს, მომდევნო წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართით ყველა მათგანი დაკმაყოფილდება.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მერის თქმით, თბილისში უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს და მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. საცხოვრებელი ფართების შეძენა ამ ადამიანებისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შესყიდულია ჯამში 40 ბინა. ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად დაიხურება ეს თემა, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე და ყველას გადაეცემა საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ უსახლკაროს სტატუსის მისაღებად მოქალაქეებმა მათსავე რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ, სადაც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი აღნიშნული პროგრამის რეალიზებას ახორციელებს.