https://sputnik-georgia.com/20220624/tbilisis-centrshi-aqcia-imarteba-267847484.html
თბილისის ცენტრში აქცია იმართება
თბილისის ცენტრში აქცია იმართება
Sputnik საქართველო
დღევანდელ აქციაზე შეკრების ორგანიზატორები მოსახლეობას ეროვნული საბჭოს სამომავლო მოქმედების გეგმებს გააცნობენ. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T20:50+0400
2022-06-24T20:50+0400
2022-06-25T19:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267845493_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_82b087c219a23aa205094c617f293322.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდულმა სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეკრიბა – ამჯერად აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირობების შესრულებას მოითხოვენ, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს დაუწესა.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.მოძრაობა „სირცხვილიას" მმართველ პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთად მიიჩნევენ.მანამდე, 20 ივნისს „სირცხვილიას" ორგანიზებით გამართული მრავალათასიანი აქცია დასრულდა ახალი ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ მანიფესტით და ახალი საპროტესტო აქციების ანონსით. მაშინ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დააანონსა მასობრივი დაუმორჩილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.„ქართული ოცნება": ოპოზიცია დღევანდელი აქციით პოლარიზაციას აღრმავებს>>>დღევანდელ აქციაზე შეკრების ორგანიზატორები მოსახლეობას ეროვნული საბჭოს სამომავლო მოქმედების გეგმებს გააცნობენ.აქციაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს, ყველა თაობის წარმომადგენელი მონაწილეობს.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267845493_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_170eb20e59ad3b3816278085fbdc875e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის ცენტრში აქცია იმართება
20:50 24.06.2022 (განახლებულია: 19:53 25.06.2022) დღევანდელ აქციაზე შეკრების ორგანიზატორები მოსახლეობას ეროვნული საბჭოს სამომავლო მოქმედების გეგმებს გააცნობენ.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდულმა სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეკრიბა – ამჯერად აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირობების შესრულებას მოითხოვენ, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს დაუწესა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
მოძრაობა „სირცხვილიას" მმართველ პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთად მიიჩნევენ.
მანამდე, 20 ივნისს „სირცხვილიას" ორგანიზებით გამართული მრავალათასიანი აქცია დასრულდა ახალი ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ მანიფესტით და ახალი საპროტესტო აქციების ანონსით. მაშინ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დააანონსა მასობრივი დაუმორჩილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.
დღევანდელ აქციაზე შეკრების ორგანიზატორები მოსახლეობას ეროვნული საბჭოს სამომავლო მოქმედების გეგმებს გააცნობენ.
აქციაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს, ყველა თაობის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.