https://sputnik-georgia.com/20220624/qartuli-ocneba-opozicia-aqciis-gamartvit-polarizacias-agrmavebs-267843636.html
„ქართული ოცნება": ოპოზიცია დღევანდელი აქციით პოლარიზაციას აღრმავებს
„ქართული ოცნება": ოპოზიცია დღევანდელი აქციით პოლარიზაციას აღრმავებს
Sputnik საქართველო
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის... 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T19:00+0400
2022-06-24T19:00+0400
2022-06-24T22:21+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585030_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_3b95981da58bff35d02f48e55b116800.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორგანიზაციები აქციის დაგეგმვით უხეშად არღვევენ ევროკომისიის პირობას საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრის თაობაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.24 ივნისის საღამოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთად მიიჩნევენ, თბილისის ცენტრში აქციას გამართავს, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და ახალი ეროვნული მოძრაობის კომიტეტს წარმოადგენენ.ქართულ პოლიტიკაში დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი – მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585030_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_3f4631e68c9d253ec3675a076b89515e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ქართული ოცნება": ოპოზიცია დღევანდელი აქციით პოლარიზაციას აღრმავებს
19:00 24.06.2022 (განახლებულია: 22:21 24.06.2022) ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორგანიზაციები აქციის დაგეგმვით უხეშად არღვევენ ევროკომისიის პირობას საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრის თაობაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
24 ივნისის საღამოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთად მიიჩნევენ, თბილისის ცენტრში აქციას გამართავს, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და ახალი ეროვნული მოძრაობის კომიტეტს წარმოადგენენ.
„მთავარი მოთხოვნა იყო პოლარიზაციის აღმოფხვრა, „ნაცმოძრაობა“ კი თავის ახალგაზრდულ ფრთასთან და სატელიტ პარტიებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღვივდეს. ეს ევროკავშირის პირობების უხეში დარღვევაა და ეს მათი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ.
ქართულ პოლიტიკაში დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი – მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.