https://sputnik-georgia.com/20220624/mtavroba-gadadges-aqciis-monawileta-motxovnebi-cnobilia-267849941.html
გადადგეს მთავრობა: აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს
გადადგეს მთავრობა: აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს
Sputnik საქართველო
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 3 ივლისის აქცია იქნება უვადო და მას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, განაცხადა აქციის ორგანიზატორმა 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T23:00+0400
2022-06-24T23:00+0400
2022-06-25T00:09+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267849198_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f75f098d81064010f53a7d8eaae4b071.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის დანიშვნაა, რომელიც ევროკავშირის პირობებს შეასრულებს, განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააფუძნა, თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეკრიბა - ამჯერად აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირობების შესრულებას მოითხოვენ, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს დაუწესა.მისი თქმით, მომდევნო აქცია 3 ივლისს გაიმართება, მანამდე კი სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.„ქართული ოცნება": ოპოზიცია დღევანდელი აქციით პოლარიზაციას აღრმავებს>>>დიღმელაშვილის თქმით, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 3 ივლისის აქცია იქნება უვადო და მას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.მოძრაობა „სირცხვილიას“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მათი მთავარი ოპონენტის - „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას უწოდებენ.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს. კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267849198_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_aa15473664f059edfb3afb262b517c84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გადადგეს მთავრობა: აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს
23:00 24.06.2022 (განახლებულია: 00:09 25.06.2022) მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 3 ივლისის აქცია იქნება უვადო და მას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, განაცხადა აქციის ორგანიზატორმა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის დანიშვნაა, რომელიც ევროკავშირის პირობებს შეასრულებს, განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.
სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააფუძნა, თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეკრიბა - ამჯერად აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირობების შესრულებას მოითხოვენ, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს დაუწესა.
„ჩვენ ერთკვირიან ვადას ვაძლევთ, რათა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადადგეს“, განაცხადა დიღმელაშვილმა.
მისი თქმით, მომდევნო აქცია 3 ივლისს გაიმართება, მანამდე კი სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.
დიღმელაშვილის თქმით, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 3 ივლისის აქცია იქნება უვადო და მას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
მოძრაობა „სირცხვილიას“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მათი მთავარი ოპონენტის - „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას უწოდებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს. კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.