მშენებლობის ღირებულება საქართველოში კვლავ იზრდება - სტატისტიკის ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმრავალსართულიანი სახლის მშენებლობა
მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
მშენებლობის ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 13,6%-ით ზრდის ხარჯზე მოხდა.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,8%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
წლიური ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 13,6%-ით ზრდამ, ასევე საშუალო ყოველთვიური ხელფასის 12,5%-ით ზრდამ გამოიწვია.
ამავე დროს, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2,3%-ით შემცირდა, იუწყება „საქსტატი“.
ცვლილება ძირითადად სამშენებლო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასის 15,3%-ით შემცირების გამო მოხდა.
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა>>
საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 545,9 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 552 ობიექტი. 2021 წლის იანვარი–მარტთან შედარებით ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 1,8%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი – 597%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0