რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა თბილისში
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
პირველ კვარტალში აშენებული ობიექტების უმეტესობა მოდის თბილისზე, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში შევიდა 545,9 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 552 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2021 წლის იანვარი–მარტთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 1,8%-ით შემცირდა, ხოლო საერთო ფართობი 59,7%-ით გაიზარდა.
2022 წელს აშენებეული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.
ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,5 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,2 ათასი ნებართვა გასცეს.
თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ კორპუსებში კვლავ იზრდება: ახალი სტატისტიკა>>
გაცემული ნებართვების რაოდენობა, 2021 წლის იანვარი–მარტთან შედარებით, 15,4%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი – 16,5%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 78,5% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობის ნებართვები გასცეს – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0