თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ კორპუსებში კვლავ იზრდება: ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2022
გამოწერა
ახალაშენებულ სახლებში ე.წ. შავი კარკასის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 2022 წლის პირველ კვარტალში 2.280 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 3,4%-ით გაიზარდა, ამასთან მეოთე კვარტალთან შედარებით, ფასები 4,2%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 13,1%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ პირველ კვარტალში მეოთხე კვარტალთან შედარებით 5,4% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4,5%-ით გაიზარდა.
ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ არის 3,03 GEL/$1.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასების ზრდამ პირველ კვარტალში 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 2% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. 2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდამ 14% შეადგინა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 4.458
ვაკე 3.690
საბურთალო 3.072
ჩუღურეთი 3.030
კრწანისი 3.143
დიდუბე 2.980
ნაძალადევი 2.809
ისანი 2.655
გლდანი 2.619
სამგორი 2.482
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.280 ლარს, თეთრი კარკასი – 2.664 ლარს, მწვანე კარკასი – 3.077 ლარს. შედარებისთვის: 2021 წლის პირველ კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.262 ლარი, თეთრი – 2.774, მწვანე – 3.213 ლარი.
ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 3.470
ვაკე 3.090
დიდუბე 2.980
საბურთალო 2.730
ისანი 2.685
კრწანისი 2.360
ჩუღურეთი 2.260
სამგორი 2.035
ნაძალადევი 1.840
გლდანი 1.675
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0