რა ბედი ეწევათ წნორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს: სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო

© courtesy of Public Defender of Georgiaმოხუცის ხელები
მოხუცის ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
სახალხო დამცველმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წერილობით მიმართა და მოითხოვა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ წნორის მოხუცთა თავშესაფრიდან ოცდაერთივე ხანდაზმული ისეთ დაწესებულებაში, სადაც მათ ცხოვრების ღირსეული პირობები ექნებათ.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის - „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ ბენეფიციარებს უმოკლეს ვადაში ახალ ადგილზე გადაიყვანენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი წნორის მოხუცთა თავშესაფარს 17 ივნისს ეწვია. დასკვნის მიხედვით, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

ამ დროისათვის წნორის ხანდაზმულთა სახლში 21 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათგან 17 ხანდაზმულის მომსახურებას „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აფინანსებს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ დაბანის შესაძლებლობა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანსიონატში არ ჰყავთ ექიმი და არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.
ომბუდსმენის სკანდალური დასკვნა და ზრუნვის სააგენტოს რეაქცია: რა ხდება წნორის პანსიონატში>>
ამასთან, ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პანსიონატში იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით.
სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე უკვე ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს.
ყველა ახალი ამბავი
0