https://sputnik-georgia.com/20220624/etias-evrokavsiri-267810151.html
მოგზაურებისთვის ევროკავშირში შესვლა ფასიანი ხდება: დასახელდა თარიღი და ღირებულება
მოგზაურებისთვის ევროკავშირში შესვლა ფასიანი ხდება: დასახელდა თარიღი და ღირებულება
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მომავალი წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში უფასოდ შესვლა შეუძლებელი იქნება, ევროპული ბლოკი უვიზო შესვლის სქემა ETIAS-ის ამუშავებას... 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T12:56+0400
2022-06-24T12:56+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001937_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_321a18a4d91af5ea35f95aeee7ac39af.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მომავალი წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში უფასოდ შესვლა შეუძლებელი იქნება, ევროპული ბლოკი უვიზო შესვლის სქემა ETIAS-ის ამუშავებას გეგმავს, იუწყება CNN.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სქემა 2023 წლის მაისში ამოქმედება.როგორც გამოცემა განმარტავს, ETIAS (for European Travel Information and Authorization System — ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა მოგზაურებისთვის) ვიზისგან ბევრით განსხვავდება — ის ივსება უფრო სწრაფად, ფორმდება ონლაინ და არ მოითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მის მისაღებად გარკვეული თანხის გადახდა იქნება საჭირო.ამასთან აღინიშნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ETIAS-ი არ დასჭირდებათ და, შესაბამისად, არც გადასახადის გადახდა მოუწევთ — მათ ბლოკის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და იქ სასურველი დროით დარჩენის უფლება აქვთ. გადასახადისგან თავისუფლდებიან ევროკავშირის რეზიდენტებიც.სხვა დანარჩენი მოგზაურებისთვის, იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებსაც მანამდე ვიზა არ მოეთხოვებოდათ, ETIAS-ი სავალდებულო იქნება. ეს დაახლოებით 60 ქვეყანას მოიცავს — აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. ამ უკანასკნელმა ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება Brexit-ის შემდეგ დაკარგა.ევროკავშირის მიერ გაცემული ახალი მემორანდუმის თანახმად, განაცხადის წარდგენა ავტომატიზებული IT–სისტემის მეშვეობით მოხდება, რომლის დამტკიცებასაც განმცხადებელთა დაახლოებით 95%-სთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება. „უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში“ დამტკიცების მაქსიმალურმა დრომ შესაძლოა ერთი თვე შეადგინოს. ამასთან ცნობილი ხდება, რომ უარის შემთხვევაში მოგზაურს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება.ETIAS-ის ნებართვა სამი წლის განმავლობაში იქნება მოქმედი შეუზღუდავი რაოდენობის ჩანაწერისთვის. თუმცა მისმა მფლობელებმა იმიგრაციისა და ქვეყანაში დარჩენის წესები უნდა დაიცვან.ETIAS-ის ღირებულება სავარაუდოდ 7 ევრო (7,35 აშშ დოლარი) იქნება 18-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, დაიშვება თუ არა რაიმე სახის სატარიფო შეღავათები და ვის შეეხება ისინი. აქვე შესადარებლად მითითებულია, რომ ETIAS-ის ამერიკული ანალოგი ESTA-ს მიღება 21 დოლარი ღირს.როდის დაიწყება განაცხადების მიღება, ჯერჯერობით უცნობია.წყარო: CNN
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001937_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_215852f1dad10d7ba56660da1e40fea2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მომავალი წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში უფასოდ შესვლა შეუძლებელი იქნება, ევროპული ბლოკი უვიზო შესვლის სქემა ETIAS-ის ამუშავებას გეგმავს, იუწყება CNN.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სქემა 2023 წლის მაისში ამოქმედება.
როგორც გამოცემა განმარტავს, ETIAS (for European Travel Information and Authorization System — ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა მოგზაურებისთვის) ვიზისგან ბევრით განსხვავდება — ის ივსება უფრო სწრაფად, ფორმდება ონლაინ და არ მოითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მის მისაღებად გარკვეული თანხის გადახდა იქნება საჭირო.
ამასთან აღინიშნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ETIAS-ი არ დასჭირდებათ და, შესაბამისად, არც გადასახადის გადახდა მოუწევთ — მათ ბლოკის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და იქ სასურველი დროით დარჩენის უფლება აქვთ. გადასახადისგან თავისუფლდებიან ევროკავშირის რეზიდენტებიც.
სხვა დანარჩენი მოგზაურებისთვის, იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებსაც მანამდე ვიზა არ მოეთხოვებოდათ, ETIAS-ი სავალდებულო იქნება. ეს დაახლოებით 60 ქვეყანას მოიცავს — აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. ამ უკანასკნელმა ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება Brexit-ის შემდეგ დაკარგა.
ევროკავშირის მიერ გაცემული ახალი მემორანდუმის თანახმად, განაცხადის წარდგენა ავტომატიზებული IT–სისტემის მეშვეობით მოხდება, რომლის დამტკიცებასაც განმცხადებელთა დაახლოებით 95%-სთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება. „უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში“ დამტკიცების მაქსიმალურმა დრომ შესაძლოა ერთი თვე შეადგინოს. ამასთან ცნობილი ხდება, რომ უარის შემთხვევაში მოგზაურს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება.
ETIAS-ის ნებართვა სამი წლის განმავლობაში იქნება მოქმედი შეუზღუდავი რაოდენობის ჩანაწერისთვის. თუმცა მისმა მფლობელებმა იმიგრაციისა და ქვეყანაში დარჩენის წესები უნდა დაიცვან.
ETIAS-ის ღირებულება სავარაუდოდ 7 ევრო (7,35 აშშ დოლარი) იქნება 18-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, დაიშვება თუ არა რაიმე სახის სატარიფო შეღავათები და ვის შეეხება ისინი. აქვე შესადარებლად მითითებულია, რომ ETIAS-ის ამერიკული ანალოგი ESTA-ს მიღება 21 დოლარი ღირს.
როდის დაიწყება განაცხადების მიღება, ჯერჯერობით უცნობია.