https://sputnik-georgia.com/20220624/bulgarelma-fexburtelma-qartvel-eqimebs-madloba-gadauxada-267832888.html
მან მეორე სიცოცხლის შანსი მომცა: ბულგარელმა ფეხბურთელმა ქართველ ექიმებს მადლობა გადაუხადა
მან მეორე სიცოცხლის შანსი მომცა: ბულგარელმა ფეხბურთელმა ქართველ ექიმებს მადლობა გადაუხადა
Sputnik საქართველო
ერთ წამს შეუძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს, თქვა სპორტსმენმა. 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T17:37+0400
2022-06-24T17:37+0400
2022-06-24T21:48+0400
სპორტი
საქართველო
ბულგარეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24112/84/241128483_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_3c82d8c447b36a5e598e33a555e3174e.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა, რომელიც თბილისში ავარიის შედეგად დაშავდა, ქართველ ექიმებს სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.11 ივნისს ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახა. ნედელევს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რომელიც ინგოროყვას კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს. ფეხბურთელს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ის სამშობლოში 22 ივნისს დაბრუნდა.ნედელევმა მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს. ფეხბურთელმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ბულგარეთის ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, კონსულ რალიზ დიმიტროვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ.„არანაკლები მადლობა ყველა ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს, ვინც პოზიტიურ ენერგიას მიგზავნის. დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოედანზე უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე!" – აღნიშნა ნედელევმა.თბილისში ავარიაში დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა>>დაზარალებული ფეხბურთელის მკურნალობის და ტრანსპორტირების ყველა ხარჯი ბულგარეთის ფეხბურთის კავშირმა დაფარა.ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი 29 წლისაა. ის 2017 წლიდან თამაშობს პლოვდივის „ბოტევში“. ნედელევი ბულგარეთის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24112/84/241128483_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_45aeb8422a4854cc52c1573b833ce720.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ბულგარეთი , ახალი ამბები, საზოგადოება
სპორტი, საქართველო, ბულგარეთი , ახალი ამბები, საზოგადოება
მან მეორე სიცოცხლის შანსი მომცა: ბულგარელმა ფეხბურთელმა ქართველ ექიმებს მადლობა გადაუხადა
17:37 24.06.2022 (განახლებულია: 21:48 24.06.2022) ერთ წამს შეუძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს, თქვა სპორტსმენმა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა, რომელიც თბილისში ავარიის შედეგად დაშავდა, ქართველ ექიმებს სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
11 ივნისს ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახა. ნედელევს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რომელიც ინგოროყვას კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს. ფეხბურთელს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ის სამშობლოში 22 ივნისს დაბრუნდა.
„ერთ წამს შეუძლია მთელი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს! ოცნებები და მომავლის გეგმები მყისიერად ქრება იქ, ბნელ გვირაბში... ახლა საკუთარ თავს არ ვეკითხები რატომ, არც დამნაშავეს ვეძებ. უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ. პროფესორ შოთა ინგოროყვას და მისი გუნდის მიმართ ვერანაირი სიტყვებით ვერ გამოვხატავ მადლიერებას, მან მეორე სიცოცხლის შანსი მომცა", – წერს ნედელევი.
ნედელევმა მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს. ფეხბურთელმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ბულგარეთის ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, კონსულ რალიზ დიმიტროვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ.
„არანაკლები მადლობა ყველა ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს, ვინც პოზიტიურ ენერგიას მიგზავნის. დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოედანზე უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე!" – აღნიშნა ნედელევმა.
დაზარალებული ფეხბურთელის მკურნალობის და ტრანსპორტირების ყველა ხარჯი ბულგარეთის ფეხბურთის კავშირმა დაფარა.
ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი 29 წლისაა. ის 2017 წლიდან თამაშობს პლოვდივის „ბოტევში“. ნედელევი ბულგარეთის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს.