https://sputnik-georgia.com/20220623/veto-ocneba-prezidentisgan-ganmartebas-elodeba-267770110.html
ვეტო მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: „ქართული ოცნება" პრეზიდენტის განმარტებას ელოდება
ვეტო მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: „ქართული ოცნება" პრეზიდენტის განმარტებას ელოდება
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო შეაფასეს. 23.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-23T14:47+0400
2022-06-23T14:47+0400
2022-06-23T20:39+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_0:26:2400:1376_1920x0_80_0_0_1ee87968b9752c9e2df233d01b70eda1.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება მოსმენებისა და ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მან ვეტო დაადო.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორებებზე ხელის მოწერაზე, რომელიც ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების დროის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მან ვეტოს გამოყენება გადაწყვიტა იმიტომ, რომ არ ეთანხმება ცვლილებებს.პარლამენტმა შესწორებები 7 ივნისს მიიღო. მოსმენა და ფარული თვალთვალი საქართველოში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ითვალისწინებს ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებს სამ ეტაპად, ამჟამინდელი სამი თვის ნაცვლად ცხრა თვის ვადით.მოსმენისა და ფარული თვალთვალის ვადა პირველ ეტაპზე პროკურორის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება სამი თვე. შემდეგ ვადა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით, ხოლო შემდეგ – გენერალური პროკურორის შუამდგომლობით – კიდევ სამი თვით.„ქართული ოცნება“: გაუგებარია, რატომ დაიწუნა პრეზიდენტმა კანონპროექტი მოსმენების შესახებ>>ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.ამას გარდა, კანონპროექტის ახალი ვერსიით, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_27:0:2160:1600_1920x0_80_0_0_c38f846c93f50efc6e0dec8246fc2e33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველო
ვეტო მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: „ქართული ოცნება" პრეზიდენტის განმარტებას ელოდება
14:47 23.06.2022 (განახლებულია: 20:39 23.06.2022) მმართველ პარტიაში მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო შეაფასეს.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება მოსმენებისა და ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მან ვეტო დაადო.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორებებზე ხელის მოწერაზე, რომელიც ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების დროის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მან ვეტოს გამოყენება გადაწყვიტა იმიტომ, რომ არ ეთანხმება ცვლილებებს.
„ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან, შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. თუ იქნება ამის საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტები წარმოდგენილი, ყურადღებით გავეცნობით. ეჭვი მაქვს იყოს ასეთი, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის ნიშნად დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს", – განაცხადა ოხანაშვილმა.
პარლამენტმა შესწორებები 7 ივნისს მიიღო. მოსმენა და ფარული თვალთვალი საქართველოში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.
შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ითვალისწინებს ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებს სამ ეტაპად, ამჟამინდელი სამი თვის ნაცვლად ცხრა თვის ვადით.
მოსმენისა და ფარული თვალთვალის ვადა პირველ ეტაპზე პროკურორის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება სამი თვე. შემდეგ ვადა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით, ხოლო შემდეგ – გენერალური პროკურორის შუამდგომლობით – კიდევ სამი თვით.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, კანონპროექტის ახალი ვერსიით, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.