ქართველი მეწარმეები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში გაემგზავრებიან

© photo: Sputnikბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
ბიზნესმენებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე გაიტანონ.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოცზე მეტი ქართველი მეწარმე მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის Fit for Partnership ფარგლებში წელს გერმანიაში გაემგზავრება. შესაბამის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ კნირშმა მოაწერეს.
პროგრამა Fit for Partnership საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

„Fit for Partnership ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე შეიტანონ", – თქვა გენადი არველაძემ

როგორც არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მასში 150-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.
პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის Deep and Comprehensive Free Trade Areas (DCFTA) ჩათვლით.
ყველა ახალი ამბავი
0